Underworld - Strawberry Hotel - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

“Strawberry Hotel”- ენერგიული და ჰარმონიული რითმები

ბრიტანული დუოს, “Underworld”-ის, მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, “Strawberry Hotel” 25 ოქტომბერს “VIrging Music”-მა გამოუშვა. ელექტრონული მუსიკის პიონერები, კარლ ჰაიდი და რიკ სმიტი, 1987 წლიდან დღემდე ქმნიან ექსპერიმენტულ, ჰიპნოტურ, საკულტო მუსიკას, რომელიც მუდმივად ცვალებადი, შთამბეჭდავი და გამორჩეულია. ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა სიმღერამ “Born Slippy. NUXX”, რომელიც 1996 წელს გადაღებული ცნობილი ფილმის, “Trainspotting”-ის საუნდტრეკია.

Strawberry Hotel-ის ყოველი ტრეკი ინდივიდუალური და უნიკალურია, თავისი განწყობითა და ისტორიით. ეს არის დახვეწილი, დინამიური ალბომი, რომელიც აერთანებს ფსიქოდელიურ, ემბიენთ, ჰაუს და ტექნო მუსიკას, ქმნის ატმოსფერულ და მრავალშრიან მუსიკალურ სივრცეს.

ჩანაწერის პირველი ტრეკი “Black Poppies” თითქოს მარტივია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ლამაზი და ემოციური. კომპოზიცია “Denver Luna” თავისი ენერგიული ხასიათით ზემოთ ხსენებულ “Born Slippy.NUXX”-ს ჰგავს, თუმცა მაინც გვთავაზობს რაღაც განსხვავებულსა და ახალს. “Techno Shinkansen” გამოირჩევა ეიფორიული, ენერგიული, ინტენსიური ჟღერადობით, რომელიც თითქოს ცოცხალი შესრულებისთვისაა შექმნილი. “and the color red” განსაკუთრებულია თავისი ჰარმონიული გრუვით, დინჯი ტემპითა და მედიტატიური ლირიქსით. კომპოზიცია “Ottavia”-ის ჟღერადობა და ვოკალური აკომპონიმენტი ერთ-ერთი საუკეთესოა ჯგუფის მრავალწლიან ისტორიაში. ალბომის ყველაზე გრძელი ტრეკი “Gene Pool” თავისი განვითარებითა და მდიდარი მელოდიური ფონით მუსიკოსების განსაკუთრებულ ნიჭს უსვამს ხაზს და დროსა და სივრცეში მოგზაურების საშუალებას გვაძლევს. “Iron Bones”-ში იგრძნობა თავისუფლება, მისი ტექსტურა და ცვალებადი ჟღერადობა საინტერესო და მიმზიდველია.

საერთო ჯამში ალბომი არის “Underworld”-ის ნაცნობი ენერგიული სტილისა და ახალი, საინტერესო, ექსპერიმენტული ჟღერადობის ერთობლიობა, რომელსაც მსმენელში განსხვავებული ემოციების გამოწვევა შეუძლია.

Album: Strawberry Hotel
Release date: October 28, 2024
Label: Columbia Records
Genre: Hip-Hop/Rap

4.0 rating
4/5
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
The Cure – Songs of a Lost World

The Cure – Songs of a Lost World

| The Cure და "დაკარგული სამყაროს სიმღერები"

შემდეგი
Our Girl – The Good Kind

Our Girl – The Good Kind

| "Our Girl" - ექვსწლიანი პაუზა და მეორე ალბომი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share