Our Girl - The Good Kind - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

“Our Girl” – ექვსწლიანი პაუზა და მეორე ალბომი

ლონდონში დაფუძნებული ჯგუფის, “Our Girl”-ის მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით – “The Good Kind” ბრიტანულმა ლეიბლმა, “Bella Union”-მა 8 ნოემბერს გამოუშვა. ქალაქ ბრაიტონში ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრები, ჯოშ ტაილერი, ლორენ ვილსონი და სოფ ნათანი, 2016 წლიდან ქმნიან მუსიკას. მათმა სადებიუტო ალბომმა -“Stranger Today,” რომელიც 2018 წლის აგვისტოში გამოვიდა, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.

“The Good Kind” ინდი-როკის დახვეწილი და ემოცურად მდიდარი ნამუშევარია, რომელიც სავსეა ოპტიმიზმითა და გულწრფელობით. მისი დინამიური და ჰარმონიული ჟღერადობა ჯგუფის სადებიუტო ალბომთან შედარებით მეტად ორგანული და ერთიანია. მასში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ადამიანებს შორის კავშირი, სექსუალურობა, სიყვარული და თვითშემეცნება. ჩანაწერის ყველაზე მელანქოლიურ კომპოზიციებშიც კი იგრძნობა იმედი, რომელიც ქმნის მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს.

პირველი კომპოზიცია “It’ll Be Fine” შთამაგონებელი და გამამხნევებელია, გვახსენებს, რომ მიუხედავად ცხოვრებისეული გამოწვევებისა და სირთულეებისა, ყველაფერი კარგად იქნება. ეს განწყობა ალბომის მთავარ თემად რჩება და სხვა ნამუშევრებშიც მძაფრად იგრძნობა.

“Who Do You Love,” “The Good Kind,” “Something Exiting,” და “Sister” გამორჩეული კომპოზიციებია. ამ სიმღერებში ჩანს ბენდის ინდივიდუალურობა, მუსიკალური მრავალფეროვნება და გადმოცემის განსაკუთრებული უნარი. ეს არის სასიამონოდ მოსასმენი ალბომი, თბილი ვოკალური აკომპანემენტით, საინტერესო შინაარსით, ნაზი ტექსტურითა და ინსტუმენტების დაბალანსებული სინთეზით.

Album: The Good Kind
Release date: November 8, 2024
Label: Bella Union
Genre: Indie Pop

4.0 rating
4/5
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Underworld – Strawberry Hotel

Underworld – Strawberry Hotel

| Album: Strawberry Hotel

შემდეგი
My Old Ass

My Old Ass

| დროში მოგზაურობა - თინეიჯერი გოგოს შეხვედრა საკუთარი თავის 39 წლის ვერსიასთან,

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share