პოსტ-პანკ ტრიოს “Mouse On The Keys”-ის მეოთხე სტუდიური ალბომი სახელწოდებით “Midnight”, იაპონურმა ლეიბლმა “Fractrec”-მა 1-ელ ნოემბერს გამოუშვა. ჯგუფის მუსიკალური მოგზაურობა 2007 წელს დაიწყო, როდესაც პირველი EP – “Sezession” გამოუშვეს, ხოლო მოგვიანებით 2009 წელს კი სადეიბუტო ალბომი – “An Anxiuos Object.”
“Mouse On The Keys” გამოირჩევა ჟანრთა უნიკალური სინთეზით, სადაც ერთმანეთს ავსებს პოსტ-როკი, ჯაზი, ემბიენტი და ელექტრონული მუსიკა. მათი კომპოზიციები კონტრასტულია – ქაოტური და მშვიდი, მსუბუქი და ძლიერი, ისინი ქმნიან ჯადოსნურ, მრავალშრიან, კინემატოგრაფიულ განწყობას. ვიოლინოსა და კლავიშების მსგავი ტექსტურა და ჟღერადობა იგრძნობა ბრიტანელი მუსიკოსის “DjRUM”-ის კომპოზიციებშიც, სადაც სევდა და სიმშვიდე ერთდროულად თანაარსებობს.
“Midnight” წინა ალბომებთან შედარებით უფრო მინიმალისტური და ნაკლებად დინამიურია. ჩანაწერის ყველა ტრეკი ერთმანეთისგან განსხვავებული და მიმზიდველია. ალბომს აერთიანებს მელანქოლიური პიანო, გატეხილი ბითები, ატმოსფერული ვოკალი, რომელიც ტოვებს სიმშვიდის, მთლიანობისა და სივრცეში მოძრაობის განცდას.
ალბომზე მუშაობისას ჯგუფმა ითანამშრომლა ბრიტანელ პროდიუსერთან და მუსიკოსთან Loraine James-თან, კომპოზიციებით “24:59” და “Two Five,” რომელიც გამოირჩევა ჰიპნოტური ენერგიით. მეტად აღსანიშნავია “One Last Time,” “Fail Better,” “Midnight” და “Womb” თავისი ჰარმონიული და ნოსტალგიური ჟღერადობით, რომლებიც მსუბუქად და აუღელვებლად მივიწყებულ მოგონებებში გვაბრუნებენ,
შესაძლოა, ეს არ იყოს ბენდის ყველაზე ენერგიული და მრავალფეროვანი ჩანაწერი, მაგრამ რამდენიმე კომპოზიცია ძალიან ემოციური და შთამაგონებელია. ალბომის სრულად შესაგრძნობად და გასააზრებლად, სასურველია, მსმენელს შესაბამისი განწყობა და ემოციური მზაობა ჰქონდეს.
Album: Midnight
Release date: November 1, 2024
Label: Fractrec
Genre: Electronic