ერეტიკოსი (Heretic) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

რელიგიური თემატიკის არასტანდარტული საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც ფილოსოფიურად უღრმავდება რწმენას, მასთან დაკავშირებულ ეჭვებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რელიგიის არსს და ეფექტურად არის დაბალანსებული საშინელებათა ჟანრის ელემენტებით. 

“მშვიდი ადგილის (A Quiet Place)” სცენარისტების სკოტ ბექისა (Scott Beck) და ბრაიან ვუდის (Bryan Woods) მიერ შექმნილი “ერეტიკოსი (Heretic)”, A24-ის პროდუქციაა, რომელშიც ჰიუ გრანტი (Hugh Grant) ბორტმოქმედი მისტერ რიდის, ხოლო სოფი ტეტჩერი (Sophie Thatcher) და ქლოი ისტი (Chloe East) მორმონთა ეკლესიის მისიონერების, მოწყალების და ბარნისა და მოწყალების და პაქსტონის როლებს ასრულებენ.

ერთ-ერთი მისიონერული საქმიანობის შესრულების დროს, ორი ახალგაზრდა ქალი მისტერ რიდის, მათი პოტენციური გადმოსაბირებელი ხალხის სიიდან ერთერთის, სახლის კართან აღმოჩნდება. აღნიშნულ მომენტში ამინდი მკვეთრად უარესდება, ამიტომ მამაკაცი სახლში იპატიჟებს და ყოყმანის მიუხედავად მარტივად იყოლიებს მათ, ჰპირდება, რომ მისი ცოლი მოცვის ნამცხვარს ამზადებს და მარტო მასთან ყოფნა არ მოუწევთ, რაც ეკლესიის წესებს, არ დარჩნენ კაცთან სხვა ქალის თანდასწრების გარეშე, არ ეწინააღმდეგება. მარტივად დაწყებული შეკითხვები სწრაფად გადაიზრდება რწმენის ძალასა და ბრმადმორწმუნეობის საკითზე საუბარში, რომელიც შემდეგ პლაგიარიზმის თემასაც ეხება. მისტერ რიდს მოჰყავს მაგალითი როგორ მოპარა “რედიოჰედმა” სიმღერა “Creep” ჯერ ალბერტ ჰამონდს, ხოლო შემდეგ თვითონ გახდა პლაგიატის მსხვერპლი ლანა დელ რეის მიერ.

ფილმის უმეტესი ნაწილი საინტერესო დიალოგისგან შედგება, რასაც ჰიუ გრანტი იმდენად სრულყოფილად წარმართავს, რომ ინტერესი არასდროს გეკარგება, იმავენაირ აღნიშვნას იმსახურებენ სოფი ტეტჩერი და ქლოი ისტიც. თუკი ოდესმე მორმონული ეკლესიის მისიონერებთან ან წარმომადგენელბთან გქონიათ შეხება, ფილმის ნახვისას მიხვდებით რამდენად რეალისტურად და ზუსტად არის გადმოცემული მათი ქცევა, როგორი შეუპოვრები არიან მიზნით, მოაქციონ ადამიანები მათი რელიგიისკენ. ასევე მორმონთა რელიგია ძალიან ჭკვიანურად არის შერჩეული, განსაკუთრებით ჰიუ გრანტის პერსონაჟის მიერ დასმული შეკითხვებისა და გამოთქმული ეჭვებიდან გამომდინარე, ამ რელიგიის წესებთან მიმართებით. ფილმის ბოლო ნაწილში ფსიქოლოგიური თრილერი ტრადიციული საშინელებათა ჟანრით იცვლება, ვიზუალური მეტაფორებითა და მოულოდნელი გადასვლებით. რაღაც ასპექტით ფილმი მოგვაგონებს 2005 წლის ფილმ Saw-ს.

აღსანიშნავია “Oldboy”-ის ოპერატორის, Chung-hoon Chung-ის შესანიშნავი საოპერატორო ნამუშევარი, კამერის ოსტატური მოძრაობა მისტერ რიდის კომპლექსურ სახლში, რომელიც დანტეს ჯოჯოხეთის წრის სიმბოლიზმია, მაყურებელს უჩენს დაძაბულობასა და კლაუსტროფობიურ შეგრძნებას.

ფილმის ბოლო ნაწილში არსებული გარკვეული სისუსტეების მიუხედავად, “ერეტიკოსი“ მრავალშრიანი და კომპლექსური ფილმია, რაც ტრადიციული საშინელებათა ჟანრის სტანდარტებს შორდება და საინტერესო სანახაობას წარმოადგენს, თუ როგორ ხვდება ორი რელიგიური ქალი ეშმაკისეული კაცის სახლში, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს რწმენისა და ურწმუნობის საკითხს. 

ერეტიკოსი (Heretic) 2024
რეჟისორები: კოტ ბექი და ბრაიან ვუდი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 51 წუთი

78/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
შეგზავნილი (A Man on the Inside)

შეგზავნილი (A Man on the Inside)

| სასიამოვნო, სიტკომის მსგავსი კომედიური სერიალი, შესანიშნავი ტედ დენსონის

შემდეგი
Kendrick Lamar – GNX

Kendrick Lamar – GNX

კენდრიკ ლამარის მეექვსე მოულოდნელი ალბომი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთსო რეპერის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share