Kendrick Lamar - GNX - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

კენდრიკ ლამარის მეექვსე მოულოდნელი ალბომი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთსო რეპერის კენდრიკ ლამარის მოულოდნელი ალბომი სახელწოდებით – “GNX” 22 ნოემბერს ლეიბლ Intercop-ისა და pgLang-ის მეშვეობით გამოიცა. pgLang შემოქმედებითი კომუნიკაციების კომპანიაა მუსიკისა და ვიზუალური მედიის წარმოებაში, რომელიც რეჟისორმა დეივ ფრიმ და კენდრიკ ლამარმა 2020 წლის მარტში დაარსეს. 

პულიცერის ჯილდოსა და 17 გრემის მფლობელის, კენდრიკ ლამარის მორიგი მუსიკალური შედევრი “GNX”  12 კომპოზიციისგან შემდგარი, 45 წუთიანი ჩანაწერია, გულწრფელი, ინტროსპექციული შინაარსითა და ემოციური ინსტრუმენტალით. ალბომის სახელწოდება უკავშირდება 1987 წელს გამოსულ ავტომობილ, Buick GNX-ის და წელს, როცა კენდრიკ ლამარი დაიბადა. სწორედ ამ მანქანით წაიყვანა მამამ ის სამშობიაროდან სახლში. ნამუშევარში იგრძობა 90-იანი წლების კლასიკური ჰიპ-ჰოპის ზეგავლენა, რომელიც დაბალანსებული და შერწყმულია თანამედროვე ჟღერადობასთან, ქმნის მდიდარ მუსიკალურ ატმოსფეროს და ტოვებს ნოსტალგიის განცდას.

ალბომის გამხსნელ კომპოზიციაში “Wacced out Murals” კენდრიკი უპირისპირდება თანამედროვე კომერციულ ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიას, აგრძელებს დრეიკის კრიტიკას, იმედგაცრუებულია სნუპ დოგისა და ლილ უეინის მხრიდან მის მიმართ გადადგმული არასწორი ნაბიჯების გამო, აღნიშნავს, რომ ნასი ერთადერთი რეპერი იყო, ვინც მას 2025 წლის “Super Bowl”-ის ჰედლაინერობა მიულოცა, “Won the Super Bowl, and Nas the only one congratulate me. “Squabble up” პროვოკაციული და ინტენსიურია, მიმოიხილავს გამძლეობისა და ავთენტურობის, გამოწვევებთან გამკლავებისა და გამარჯვების საკითხებს. ლუთერ ვანდროსის სიმღერის “If The World Were Mine”-ის მუსიკალური ნიმუში და სიმღერა “Luther” მომღერალ SZA-ის რბილი ვოკალური გაფორმებით, ალბომის ერთ-ერთი მშვენიერი და ჰარმონიული ნაწილია. “Man at the Garden” პირადი და ემოციური კომპოზიციაა, სადაც  კენდრიკი საუბრობს შინაგან გამარჯვებებსა და დიდი შრომის შედეგებზე. “Hey Now” კენდრიკის და Dody6-ის კოლაბორაციაა, რომელიც მიმოიხილავს წარმატებისა და თავისუფლების შენარჩუნების რთულ გზას. 

ალბომის მეექვსე კომპოციზია, 1996 წელს გამოსული Tupac Shakur-ის ტრეკის, “Made Niggas”-ის მუსიკალური ნიმუშია, სახელწოდებით “Reincarnated,” სადაც რეპერი საუბრობს ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე, ხელახლა დაბადებასა და საკუთარი თავის აღმოჩენაზე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკია ჰიპ-ჰოპის ისტორიაში. “TV off” კენდრიკისა და Lefty Gunplay-ის საერთო მკაცრი, ენერგიული და დინამიური კომპოზიციაა, სადაც  “ტელევიზორის გამორთვა”გულისხმობს ყურადღების გადატანას ნამდვილ ურთიერთობებსა და რეალურ პასუხისმგებლობებზე. “Dodger blue” ალბომის ყველაზე მოკლე და მსუბუქი კომპოზიციაა, რომელიც ლამარმა Wallie the Sensei, Siete7x და Roddy ricch-თან თანაშრომლობით ჩაწერა. ”Peekaboo” მორიგი კოლაბორაციაა მუსიკოს azchike-თან მკვეთრი ბითებით და ოსტატური რითმების თამაშით. ‘’Heart pt.6’’-ში,  რომელშიც ყველაზე მეტად არის გამჯდარი 90-იანი წლების ენერგია და ჟღერადობა, ისმის ვოკალური ტრიოს SWV-ის და Coko-ს მიერ შესრულებულ სიმღერა, “Use You Heart and not your Eyes”. კომპოზიცია “Gnx”  და მისი ინსტრუმენტალი დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის დახვეწილი თანამედროვე ვერსიაა, სადაც ლამართან ერთად hittaj3, youngthreat და peysoh კითხულობენ რეპს. ემოციური და ძალიან ლამაზი დასასრული, ”Gloria,” რომელიც გვიზიარებს სიყვარულისა და  პიროვნული ზრდის სირთულეებსა და მშვენიერებას, ალბომის მეორე საერთო ნამუშევარია მომღერალ SZA-სთან.

GNX შთამბეჭდავი,  ძლიერი, თამამი და ემოციური ალბომია, სადაც კარგად იგრძნობა ლამარის  გულწრფელობა, ნიჭი, უდიდესი შრომა, პატივისცემა და სიყვარული ჰიპ-ჰოპის მიმართ.

Album: GNX
Release date: November 22, 2024
Label: PGLang and Interscope Records
Genre: Hip hop

4.8 rating
4.8/5
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
ერეტიკოსი (Heretic)

ერეტიკოსი (Heretic)

| რელიგიური თემატიკის არასტანდარტული საშინელებათა ფილმი, რომელიც ფილოსოფიურად

შემდეგი
ოთახი მეზობლად (The Room Next Door)

ოთახი მეზობლად (The Room Next Door)

ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც “ოქროს

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share