რთულია პასუხი აგო დანაშაულზე, რომელიც არ ჩაგიდენია, თუ ბანდის წევრებმა ესე გადაწყვიტეს
ბელგიის დედაქალი ბრიუსელი. ქუჩები მომიტინგე ადამიანებითაა სავსე. მარტოხელა სტუდენტი მადი სახლის საკეტების გაღება-შეცვლით ირჩენს თავს. გვიან საღამოს მასთან შემოდის შეკვეთა- ახალგაზრადა გოგონას კარები ჩაეკეტა, პირადობის დამადასტურებელი და საფულე კი შიგნით ბინაში დარჩა. მადი ასრულებს თავის სამუშაოს, გოგონა კი მასთან გასასწორებელად (უახლოესი ბანკომატიდან თანხის გამოსატანად) ქვემოთ ჩადის და ფულით სავსე ჩანთით უჩინარდება. სამაგიეროდ ბრუნდება ბინის პატრონი, რომელიც როგორც ჩანს დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრია და ესე ადვილად ქურდს სახლიდან არ გაუშვებს…
,,ღამე იწელება” საშუალობიუჯეტიანი ევროპული კრიმინალური თრილერია თითქმის უცნობი მსახიობებით (გარდა რომენ დიურისა), მაგრამ ისეთი ხალასი ენერგიის, დაძაბული და დამაჯერებელი, რომ არ შეიძლება თრილერების მოყვარულები მის ისტორიაში არ ჩაგვითრიოს, თავი არ დაგვამახსოვროს და მისი გმირის ბედმა ნეიტრალური დაგვტოვოს.
მიხილ ბლანშარის ფილმი(ეს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია) პირველივე წუთებიდან ექშენით და ადრენალინით იხსნება, არც შუა ნაწილია მოკლებული სიუჟეტურ სვლებს და თვალისმომჭრელ სცენებს. რაღაც მომენტში თითქოს მაყურებელი ელოდები როდის გამოელევა ახალგაზრდა რეჟისორს საწვავი და როდის გადავარდება სიუჟეტი ბანალურობაში, მაგრამ ბლანშარი საოცრად ახერხებს მუხტის ბოლომდე შენარჩუნებას. მთელს ფილმს თან გასდევს ქუჩის პროტესტები, სადაც ადამიანები თავიანთ უფლებებს ითხოვენ და სისხლის ფასად იცავენ. ამ კუთხითაც ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო და აქტუალური იქნება ამ ფილმის ნახვა, სადაც რეჟისორი ძალიან ფაქიზად ანახებს ნდობის ხარისხს ჩვეულებრივი ადამიანებისა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, როგორ შობს ღრმა ნაპრალს ძალადობის ზედმეტად გამოყენება სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მის მოქალაქეებს შორის.
ღამე იწელება La nuit se traîne
ბელგია, საფრანგეთი, 2024
რეჟისორი: მიხილ ბლანშარი
ხანგრძლივობა: 1 საათი 37 წუთი