The Weeknd - Hurry Up Tomorrow - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

The Weeknd-ის მეექვსე სტუდიური ალბომი -Hurry Up Tomorrow

კანადელი მომღერლისა და მსახიობის, The Weeknd -ის მეექვსე სტუდიური ალბომი სახელწოდებით ‘’Hurry Up Tomorrow’’ 31 იანვარს კანადურმა და ამერიკულმა ლეიბლებმა, XO და Republic-მა გამოუშვეს.

ალბომს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოკლე დროში, პირველივე კვირის ბოლოს გაიყიდა თითქმის ნახევარი მილიონი ჩანაწერი და 15 ქვეყანაში მუსიკალური ჩარტების სათავეში აღმოჩდა. ჩანაწერმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა, ის აღიარეს The Weeknd-ის ყველაზე მასშტაბურ, ამბიციურ და ინტროსპექციულ პროექტად, რომელიც რთული სტრუქტურით და მდიდარი ჟღერადობით გამოირჩევა. ალბომი ეხება ისეთ თემებს როგორიცაა იმედგაცრუება, სინანული, მარტოობა, სიყვარული და თვითშემეცნება.

სინთეზატორით და ემოციური ვოკალით გაჯერებული Hurry Up Tomorrow ერთდროულად მელანქოლიურ და ეიფორიულ განწყობას ტოვებს. ალბომი აერთიანებს ალტერნატიული R&B-ის, სინთ-პოპის, ბრაზილიური ფანკის, ჰიპ-ჰოპისა და ტრეპის ჟღერადობებს. მასში კარგად იგრძნობა 80-იანი წლების მუსიკის ზეგავლენა და საერთო ჯამში მიმზიდველ, ემოცურ, დრამატულ და კინემატოგრაფიულ ატმოსფეროს ქმნის.

84 წუთიანი ჩანაწერის პირველი კომპოზიცია სახელწოდებით ‘’Wake Me Up’’, ფრანგულ ელექტრონულ დუოსთან Justice-თან თანამშრომლობით ჩაიწერა, რომელიც Michael Jackson-ის Thriller-ის მუსიკალური ნიმუშია. ალბომში ბევრი საინტერესო კოლაბორაციაა ისეთ მუსიკოსებთან და მომღერლებთან როგორებიც არიან, Lana Del Rey, Travis Scott, Swedish House Mafia, Future, Anitta, Playboi Carti და სხვა. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კომპოციციებმა: Baptized In Fear, Open Hearts, Given Up On Me, Timeless და Niagara Falls.

Hurry Up Tomorrow კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლო არტისტმა თავისი უნიკალური სტილისა და პოპულარობის შენარჩუნება, მაღალი ხარისხის პროდაქშენის, ინოვაციურობისა და გულწრფელობის მეშვეობით.

Album: Hurry Up Tomorrow
Release date: January 31, 2025
Label: XO; Republic
Genre: R&B/Soul

4.5 rating
4.5/5
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
ღამე იწელება (La nuit se traîne)

ღამე იწელება (La nuit se traîne)

| რთულია პასუხი აგო დანაშაულზე, რომელიც არ ჩაგიდენია, თუ ბანდის წევრებმა ესე

შემდეგი
Bird

Bird

| ბარი კიოგანი და ფრანც როგოვსკი ანდრეა არნოლდის სოციალურ დრამაში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share