Men I Trust - Equus Asinus - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

“მშვიდი და მელანქოლიური – “Equus Asinus”

Men I Trust 2014 წელს კანადაში, კვებეკში ჩამოყალიბდა. ჯესი კარონმა და დრაგოს კირიაკმა ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს და მათი მეგობრობაც აქედან დაიწყო , თუმცა ბენდის შექმნის იდეა ‘’Universite Laval’’-ში, მუსიკის ფაკულტეტზე სწავლისას გაჩნდა. 2016 წელს ჯგუფს ემანუელ პრუსი შეუერთდა, რომელიც დღეს ბენდის წამყვანი ვოკალისტი და გიტარისტია.

2025 წლის 19 მარტს ბენდმა მეხუთე ალბომი Equus Asinus გამოსცა. ჩანაწერში კარგად იგრძნობა ტრიოს განწყობა და მათი უნარი შექმნან მშვიდი, უსაზღვრო და ჯადოსნური ატმოსფერო. ემას ჰიპნოტური ვოკალი , რომელიც ერთდროულად ემოციური, მელანქოლიური და მსუბუქია, ორგანულად ეწრყმის ინსტუმენტების დაბალანსებულ და დახვეწილ ჟღერადობას.

ალბომი ისეთივე მრავალფეროვანია ჟანრობრივად, როგორც მისი შინაარსი. ის ეხება თვითშემეცნების, ბუნებასთან კავშირის, გაუცხოების და ცხოვრებისეული სირთულეების თემებს.

Equus Asinus ინდის, ინდი-პოპის, ლოუფაისა და ჯაზის მშვენიერი შერწყმაა, 44 წუთიანი მოგზაურობა, რომელიც მთლიანობისა და სიმშვიდის განცდას ტოვებს.

ვფიქრობ ,ჩანაწერი ძალიან ლამაზი და ნოსტალგიურია, რომლის მოსმენისას უამრავი სასიამოვნო მოგონება და გრძნობა ერთდროულად იყრის თავს. გამოვარჩევდი რამდენიმე კოპმოზიციას, რომელიც ვფიქრობ განსაკუთრებით შთამბეჭდავია- Frost Bite, Purple Box, Girl, I Dont Like Music, Moon2 და What Matters Most.

Album: Equus Asinus
Release date: March 19, 2025
Label: Independent
Genre: Folk

4.2 rating
4.2/5
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
მოზარდობა (Adolescence)

მოზარდობა (Adolescence)

მიზოგინია და სისასტიკე – რამ გამოიწვია ნეტფლიქსის ახალი სერიალის

შემდეგი
Mickey 17

Mickey 17

| პლანეტა ნიფელჰაიმის კოლონიზაცია, ადამიანის დაპრინტვის კონცეფცია და დიქტატორული

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share