ინგლისელი მუსიკოსის ჯოზეფინ ორმის პროფესიონალური სახელია Heartworms, რომელმაც სამუსიკო სცენაზე გამოჩენა დაახლოებით 2020 წლიდან დაიწყო. ორმსმა ფსევდონიმი “Heartworms” The Shins-ის 2017 წლის ამავე სახელწოდების ალბომიდან აიღო. მისი პირველი ნაბიჯები პროდუსერ დენ კარვისთან ინსტაგრამზე დემოების გაგზავნით შედგა. მასთან დაკავშირება შედეგიანი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მისი პირველი გამოსვლები ბრიქსტონში, გავლენიან Windmill-ში ისეთ თანამედროვე არტისტებთან ერთად მოხდა, როგორებიც არიან: Black Country, New Road, Goat Girl, The Last Dinner Party, and PVA. ადრეული პერფორმანსები დაეხმარა არტისტული მიმართულების განსაზღვრაში, რომელიც მეტწილად მოიცავდა პოსტ-პანკს, გოთიკურ როკს, dance-punk-ს electroclash-ის ელემენტებით, პოსტ-ინდუსტრიალსდა 90-იანი/2000-იანი წლების ელექტრონულ საცეკვაო მუსიკას. 2022 წელს Heartworms-მა კერის ლეიბლთან, Speedy Wunderground, გააფორმა ხელშეკრულება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მისი პროფესიონალური კარიერის განვითარებისთვის. სწორედ ამ თანამშრომლობით შედგა მისი სადებიუტო სინგლი – Consistent Dedication. ამავე წელს ვიხილეთ მისი პირველი EP – A Comforting Notion, რამაც მას ყურადღება და მნიშვნელოვან არტისტებთან – The Kills-თან St. Vincent-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა მოუპოვა. 2025 წლის 7 თებერვალს Speedy Wunderground-მა გამოაქვეყნა მისი პირველი, სრული მოცულობის ალბომი Glutton For Punishmen, რომელიც დენ კარნის პროდუსერობით შედგა და კიდევ უფრო განამტკიცა მათი კოლაბორაციული ურთიერთობა.
რამდენიმე ტრეკი Glutton For Punishmen-დან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს:
Jacked: ალმობის გამოსვლამდე გამოჩნდა, როგორც სინგლი. ხასიათდება მსხვრევადი გიტარის ჟღერადობითა და მაცდუნებელი შარმით და მოგვაგონებს მის ადრეულ EP-ის, თუმცა, უფრო მეტად ღრმა ტექნოთი.
Extraordinary Wings: გამოირჩევა მეტი სინაზით, სენსიტიური ვოკალითა და ანტი-საომარი განწყობით.
Warplane: ისტორიული თემატიკის დრამატული კომპოზიციაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის Spitfire-ის პილოტს ეძღვნება.
Mad Catch: ტრეკში იგრძნობა მინიმალისტური ცეკვის გავლენა და ამყოლი ტექსტი, რომელიც შთაგონებულია LCD Soundsystem-ის საცეკვაო განწყობით.
Just to Ask a Dance: მომენტალურად გვითრევს კინემატოგრაფიული გახსნით, რომელიც თავიდან სამხედრო თრილერის შეგრძნებას გვაძლევს, თუმცა, ბოლოსკენ სასიყვარულო აღიარებით სიმღერად გადაიქცევა.
Smugglers Adventure: ფოლკით ინსპირირებული გიტარის არპეჯიოებით იწყება იქამდე, სანამ გრანჟისა და Riot Grrrl-ის ელემენტები შემოაქვს.
Glutton For Punishmen Metacritic-ის შეფასებით Universal Acclaim-ის კატეგორიაში მოხვდა, სადაც 9 მიმოხილვაზე დაყრდნობით 100-დან 88 ქულა მოაპოვებინა. რევიუებში აღინიშნებოდა პოსტ-პანკის, გოთიკური როკისა და ელექტრონული ელემენტების უნიკალური შერწყმა ალბომში, ორმის განსაკუთრებულ არტისტულ ხედვასა და მისი ტექსტის წერის შეუდარებელ უნარებთან ერთად. კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ალბომის გამჭოლ ფოკუსს, ამაღელვებელ ენერგიასა და მრავალფეროვანი ჟღერადობების მუდმივ შერწყმას. ზოგიერთმა მათგანმა ალბომი შეაფასა როოგრც ექსტრაორდინალური და სრულყოფილი დებიუტი, რითაც Heartworms თანამედროვე მუსიკის განსაკუთრებულ არტისტად პოზიციონირდა.
Album: Glutton For Punishment
Release date: February 7, 2025
Label: Speedy Wunderground / [PIAS]
Genre: Alternative/Indie, Pop