რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

არავის უთხრა! (Ne le dis à personne)

რვა წლის წინ მარგო სერიული მკვლელის ხელით დაიღუპა. მისი ქმარი ალექსი ჯერ კიდევ არ არის აზრზე მოსული მომხდარის გამო. მის მდგომარეობას მხოლოდ სამუშაო და ელენ პერკინსთან მეგობრობა ამსუბუქებს. როცა ადრინდელი დანაშაულის ადგილზე ორ გვამს პოულობენ, პოლიციას ეჭვი ალექსზე მიაქვს. სიტუაცია რთულდება იმით, რომ ალექსი იღებს ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას, სადაც ნათქვამია, რომ მარგო შესაძლოა ცოცხალია…

2002 წლის სადებიუტო ფილმის (,,როგორც იტყვი” ) შემდეგ, რომელიც კინოკრიტიკოსებმა და პუბლიკამ თითქმის ვერ შეამჩნიეს, 2006 წელს გიომ კანემ თავის რიგით მეორე ფილმს მოკიდა ხელი და ამისათვის ამერიკელი მწერლის-ჰარლან კობენის რომანი აარჩია. შედეგად- 9 ნომინაცია და 4 ჯილდო სეზარზე, მათ შორის ,,საუკეთესო რეჟისურისათვის”.

არავის უთხრა! (Ne le dis à personne)
რეჟისორი: გიომ კანე
2006წ. (საფრანგეთი)
Tell No One (2006) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ჯეინ დოუს გაკვეთა (The Autopsy of Jane Doe)

ჯეინ დოუს გაკვეთა (The Autopsy of Jane Doe)

გვამის გაკვეთამ შეიძლება იმაზე მეტ საიდუმლოს ახადოს ფარდა, ვიდრე სიკვდილის

შემდეგი
დიდი პატარა ტყუილი (Big Little Lies)

დიდი პატარა ტყუილი (Big Little Lies)

სერიალი ოჯახურ ძალადობაზე და ქალის ბედზე თანამედროვე სამყაროში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share