მომხმარებელი ხშირად რთული არჩევანის წინაშე დგას. რა კრიტერიუმებით აარჩიოს პროდუქტი, რას მიაქციოს მეტი ყურადღება. იოლი არ არის მოძებნო უკაბელო ყურსასმენი, რომლის დაბალანსებული ხმა, მოსახერხებელი ფორმა თუ ხარისხიანი მიკროფონი ერთნაირად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, დღეს რომელიც ტენდენციაშია და ფასიც გარკვეულწილად მისაღებია.
ჟღერადობის და ყურსასმენების დიზაინის ერგონომიულობის მიმართ განსაკუთრებულმა მიდგომამ და მოთხოვნებმა მოგვცა ინსპირაცია შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც აღნიშნული სფეროების მოყვარულთა ინტერესებს გაითვალისწინებდა და მათთვის ნამდვილად ფასეულს გახდიდა.
ამისათვის ხმის ჟღერადობის მიმდინარე ტენდენციებში პატარა მოკვლევა გავაკეთეთ და მომხმარებლის მოთხოვნებში გარკვევა ვცადეთ:
- ჟღერადობის რა კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი მუსიკის მსმენელისათვის.
- რა პრობლემებს აწყდებიან ფიტნესის მიმდევრები მუსიკის მოსმენისას ვარჯიშის განმავლობაში.
- რა მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანები ზოგადად ხმას ფილმის ყურებისას.
- სატელეფონო კომუნიკაციისას ხმის გადაცემის ხარისხის მნიშვნელობა და კომფორტი.
- რა მნიშვნელობას ანიჭებს მსმენელი პროდუქტის ერგონომიულ დიზაინს, მის ფუნქციალურობას
ამგვარმად შეძენილმა გარკვეულმა ინფორმაციამ უკვე მოგვცა საშუალება შეგვექმნა სწორედ ის პროდუქტი, რომელიც ყველა ამ მიმართულების სტანდარტებს სრულად თუ არა დიდ ნაწილს დაფარავდა და იმ ადამიანებს, ვინც სუფთა ხმას და ხარისხს აფასებს, გულგრის არ დატოვებდა მის მიმართ.
იმედია ჩვენს მიერ შექმნილი ყურსასმენები კარგ მეგზურობას გაგიწევთ მუსიკის და ზოგადად ხმის სამყაროში.