ტონი სკოტის (Tony Scott) 1993 წლის საკულტო ფილმის ‘True Romance’ დასაწყისი, კრისტიან სლეიტერისა (Christian Slater) და პატრიცია არკეტის (Patricia Arquette) მონაწილეობით და ლეგენდარული კომპოზიტორის ჰანს ზიმერის (Hans Zimmer) მუსიკის თანხლებით.
აღსანიშნავია, რომ ფილმის სცენარი კუენტინ ტარანტინოსა (Quentin Tarantino) და როჯერ ევარის (Roger Avary) ეკუთვნით, მაგრამ ტარანტინოს თქმით ფილმის გადაღებებს ის არ დასწრებია.
ტარანტინო იმდენად აღფრთოვანებული იყო ფილმის დასასრულით, რომ არ გაუპროტესტებია სცენარში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა ქლერენსისა და ალაბამას გადარჩენა, მაშინ როცა მის სცენარში ისინი კვდებიან და ფილმის DVD რელიზის კომენტარზეც დათანხმდა. DVD კომენტარში ის ამბობს, რომ ეს არის ყველაზე ავტობიოგრაფიული ფილმი, რაც კი ოდესმე გადაუღია.
ბრედ პიტის (Brad Pitt) დიალოგების უმრავლესობა იმპროვიზირებულია, ასევე მისი იდეა იყო მისი პერსონაჟი ყოფილიყო ნარკომანი, რომელიც დივანიდან არასდროს დგება, ქუდი რომელიც სამზარეულოს ნაწყვეტში ახურავს ლოს ანჯელესის ერთ-ერთ რაიონში გადაგდებული იპოვა.
გარი ოლდმანმა (Gary Oldman) პირველ შეხვედრაზე ტონი სკოტს უთხრა, რომ ფილმის სცენარის წაკითხვა ვერ მოასწრო და სთხოვა მოკლედ აღეწერა, მისი როლი. სკოტმა უთხრა: “შენ თამაშობ თეთრ ბიჭს, რომელიც ფიქრობს, რომ შავია და თან არის მკვლელი სუტენიორი”. ოლდმანმა ჩაიცინა და როლს მაშინვე დათანხმდა.
გარი ოლდმანის 1993 წლის ინტერვიუ ფილმის გადასაღები მოედნიდან.