ნაწყვეტი ბრაიან დე პალმა-ს (Brian De Palma) 1981 წლის თრილერიდან ‘Blow Out’ ჯონ ტრავოლტას (John Travolta) მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ ჩანაწერით დანაშაულის გახსნა მიქელანჯელო ანტონიონის 1966 წლის ფილმის ‘Blow-Up’-ის რეინტერპრეტაციაა, სადაც ხმის ჩანაწერის ნაცვლად ფოტოებს იყენებენ სიმართლის გამოსააშკარავებლად.
როგორც კვენტინ ტარანტინომ ინტერვიუში განაცხადა, ეს ფილმი მისთვის ერთ-ერთი ფავორიტია და თან დასძინა, რომ ‘Pulp Fiction’-ში ჯონ ტრავოლტასთვის როლის მიცემა სწორედ ამ ფილმში მისი თამაშის გამო გადაწყვიტა.