რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გაქცეული გოგოები (Drive-Away Dolls)

გიჟური საგზაო კომედია ითან კოენისგან, ამჯერად ჯოელის გარეშე.

მარგარეტ ქუალი და ჯერალდინ ვისუანათანი ფილმიდან ‘Drive-Away Dolls’

როგორც ჩანს, ძმებმა კოენებმა თავიანთი უახლესი პროექტებისთვის ცალკეული გზები აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯოელმა გადაიღო “მაკბეტის ტრაგედია”, ითანი თავის სამყაროში გაიქცა: უცნაური, სახალისო (და ხშირად უხამსი) ლესბოსური კრიმინალური კომედიით, Drive-Away Dolls. მათი რამდენიმე ფილმის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მათი ძალა მათ ერთობლივ თანამშრომლობაშია. ითანის სოლო დებიუტი, (თუ არ ჩავთვლით, დოკუმენტურ ფილმს Jerry Lee Lewis: Trouble in Mind-ს), როგორც ჩანს, ადასტურებს ამ აზრს.

ითანი მყისვე ამყარებს გიჟურ/კომიკურ ტონს – ექსტრემალური კუთხეებითა და ე.წ. “ვოდევილური” ხუმრობებით. (მაგალითად ნაგვის ურნის სახურავი, რომელიც ეკრანის იქით ვარდება და ხვდება უხილავ ქუჩის კატას) პროლოგში, რომელიც ასახავს მოქმედებას 1999 წლის ფილადელფიაში, ვხვდებით პედრო პასკალს, ეპიზოდურ როლში – შანტაჟისტი, ძვირფასი ჩემოდნით ხელში, რომელიც არც ისე სახარბიელო დასასრულს ხვდება ერთ-ერთ ბნელ ხეივანში.

პედრო პასკალი ფილმიდან ‘Drive-Away Dolls’
მარგარეტ ქუალი და ჯერალდინ ვისუანათანი ფილმიდან ‘Drive-Away Dolls’

ხოლო აღნიშნული ჩემოდანი შემდგომში მანქანის საბარგულში აღმოჩნდება. საჭეს უკან, მასიური გაუგებრობის შემდეგ, ჩვენს წინაშეა ქვიარ მეგობრები – ჯეიმი (მარგარეტ ქუალი) და მერიანი (ჯერალდინ ვისუანათანი), რომლებიც ექსპრომტულ მოგზაურობას აპირებენ ფლორიდაში, კერძოდ კი ტალაჰასიში. ჯეიმი და მერიანი, უცნაური, მაგრამ კლასიკური წყვილია: ერთი იმპულსური, ქარიზმატული, ექსცენტრული გოგონაა, ხოლო მეორე – მუდმივად დაძაბული, უჟმური და ნაკლებად მხიარული ინტროვერტი. მათი საპირისპირო ქიმია, სულელურობისა და სექსუალურობის თანაბარი ზომით, გვარწმუნებს იმაში, რომ ეს კომედია ყოველთვის შეიძლება გადაიზარდოს მეგობრულიდან, რომანტიკულში.

წყვილის ეპიზოდურ თავგადასავალს ფილმი ბევრნაირად “აჩერებს” და ვხვდებით სხვადასხვა სიტუაციებს – პოლიციელებთან “შეჯახება”, ეროტიული ხასიათის, ღამის წვეულება ქალთა საფეხბურთო გუნდის მონაწილეობით, სარდაფში, და ა.შ რათა თანაბრად მიჰყვეს ასევე წარუმატებულ დევნას კიდევ ერთი წყვილის მონაწილეობით, რომლებსაც თამაშობენ სიჯეი უილსონი და ჯოი სლოტნიკი. ხოლო მუშაობს ეს მამაკაცთა წყვილი ერთ-ერთ განგსტერთან ერთად (კოლმან დომინგო). წარმოიდგინეთ Fargo-ს ექსცენტრული გამტაცებლები, მხოლოდ უფრო არაკომპეტენტურები და ნაკლებად სახიფათოები. მათი სცენები ძირითადად ან უაღრესად სულელურია ან ჩვეულებრივად სულელური. არის ერთ-ერთი ასეთი სცენა, სადაც ბინი ფელდშტეინი, როგორც ჯეიმის ყოფილი შეყვარებული, საშინლად ულამაზებს სახეს ერთ-ერთ მათგანს, სანამ მეორე მშვიდად ეკითხება მას თუ სად იმყოფება თვითონ ჯეიმი.

სი ჯეი უილსონი და ჯოი სლოტნიკი ფილმიდან ‘Drive-Away Dolls’
მეთ დეიმონი ფილმიდან ‘Drive-Away Dolls’

როგორც წესი, მსგავსი კომიკური მომენტები და საერთოდაც ესეთი გიჟური კომედია უფრო “ჯოეულური და ითანურია” (ან ამ შემთხვევაში, უბრალოდ ძალიან “ითანური”). როგორც ვიზუალური, ასევე ვერბალური: უკანა ფონზე მოხტუნავე ძაღლები კადრში, უცნაურად ქაოტური სამსახიობო თამაში, იაფფასიანი გადასვლები სცენიდან სცენაზე და ა.შ. ნუთუ ყოველთვის უნდოდა ითანს ასეთი სახის ფილმის გადაღება?

და მაინც, თითქოს ფილმი კრახის ზღვარზე ბალანსირებს: იუმორი უმეტესწილად მდარე ხარისხოვანია, თითქმის საათნახევრიანი ქრონომეტრაჟის ფონზე, სიუჟეტური თხრობა ზოგ მომენტში ძალიან მიიზლაზნება და გოგონათა ქიმია ნაკლებად სახალისოა. თუმცა მის უცნაურ შიზოფრენიას და მსუბუქ სიუჟეტს, “ნუარის” სტილში, აქვს თავისი შარმი. დადებით მხარეებში აღვნიშნავდი მარგარეტ ქუალის ვარსკვლავურ გამონათებას – ე.წ. სუპერნოვა ტეხასური ხიბლითა და მანიაკალური ლიბიდოთი.

საერთო ჯამში, Drive-Away Dolls თითქოს უფრო გაბედულობით გამოირჩევა, ვიდრე დისციპლინით. მიუხედავად შემქმნელი (ძმების) ათწლეულების გამოცდილებისა, ეს ნამდვილად (ითანის) რეჟისორული დებიუტია – “ბინძური”, მაგრამ პერსპექტიული. თუკი გარკვეულ ხალისს ან სიამოვნებას იწვევს იმის დანახვა, თუ როგორ “აფრიალებს” ითანი თავის “დროშას”, ფილმი მაინც ტოვებს იმ მტანჯველ შეგრძნებას რომ ორი კოენი ერთზე უკეთესია. ცხადია, იგივე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ჯოელის The Tragedy Of Macbeth-ის შემდეგ, რომელიც იმდენად განსხვავდება ამ ფილმისგან, რომ აშკარად იგრძნობა ძმებს შორის კრეატიული სხვაობა.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში



გაქცეული გოგოები (Drive-Away Dolls)
რეჟისორი: ითან კოენი (Ethan Coen)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 24 წუთი

60/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
მამი ვატა (Mami Wata)

მამი ვატა (Mami Wata)

| მამი ვატას, ძველი აფრიკული ქალღმერთის როლი თანამედროვე ცხოვრებაში, ანუ

შემდეგი
Liam Gallagher & John Squire – Mars To Liverpool

Liam Gallagher & John Squire – Mars To Liverpool

| Album: Liam Gallagher John Squire

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share