3 წუთი და 12 წამიანი უწყვეტი კადრი, ამერიკელი რეჟისორის ორსონ უელსის (Orson Welles) 1958 წლის ფილმის – ‘Touch of Evil’ დაწყება.
აღსანიშნავია, რომ ამ სცენის გადაღებას მთელი ღამე დასჭირდა. მთავარი მიზეზი იყო მებაჟეს როლის შემსრულებელი მსახიობი, რომელსაც თავისი ტექსტი ავიწყდებოდა. უკვე თენდებოდა, როდესაც უელსმა საბოლოო დუბლის გადაღება გადაწყვიტა და სამუშაო გუნდს უთხრა – „კარგი, მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ“. შემდეგ პრობლემატურ მსახიობს მიუბრუნდა და უთხრა: “თუ ამჯერადაც დაგავიწყდა ტექსტი, უბრალოდ ტუჩები ამოძრავე და ხმას მოგვიანებით დავადებთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თქვა – “ბოდიში, მისტერ უელს!”. სწორედ ეს ბოლო დუბლია ფილმში გამოყენებული.