რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სინათლის დაცემა (Light Falls)

ბნელი დაღმართი ტრაგედიაში და შურისძიება საბერძნეთის ნაპირებზე

როგორც ჩანს ქართველები მხოლოდ მოხუცების მოსავლელად არ ჩადიან საბერძნეთში. ფედონ პაპამაიქლი – ცნობილი ოპერატორი ჰოლივუდში, რომლის ნამუშევრებშიც შედის ისეთი ფილმები როგორიცაა – 3:10 to Yuma, Million Dollar Hotel, Ford vs. Ferrari, Indiana Jones 5, Walk The Line, Knight & Day, Nebraska და ა.შ, დრო და დრო რეჟისორის ამპლუასაც ირგებს და მის მცირე რეჟისორულ კატალოგში Light Falls რიგით მეექვსე ფილმია, რომლის პრემიერა Tallinn Black Nights Film-ის ფესტივალზე შედგა, ჩვენი ოცდამეოთხე Tbilisi International Film Festival-საც ჩამოუსწრო და რამდენიმე დღის წინ კინოთეატრებშიც დაბრუნდა მცირე ხნით.

სინათლის დაცემა მოგვითხრობს ისტორიას ორ გოგონაზე – კლარაზე და ელაზე, (ელენე მახარაშვილის და ნინი ნებიერიძის პერსონაჟები), ქართველ-ამერიკელი ტურისტები ლოს-ანჯელესიდან, რომლებიც საბერძნეთის უსახელო კუნძულზე ჩამოვიდნენ დასასვენებლად. გოგონების გარდა ამ კუნძულზე ვხვდებით ალბანელ მიგრანტებს ედის, ალტინს და ვეტონს, რომლებიც ავიწროებენ უცხოელ ტურისტებს და ამით იღებენ სიამოვნებას. აღნიშნული პერსონაჟები ერთმანეთთან იკვეთებიან მიტოვებულ შენობაში, რომელიც ოდესღაც სასტუმროდ ფუნქციონირებდა. ამ ნაგებობაში კი გოგონათა ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთს ტრაგიკულ შედეგამდე მიჰყავს: ელა შემთხვევით ეცემა ლიფტის ცარიელ შახტში და ჰკარგავს გონებას. რაც შემდეგ ხდება არის მოვლენათა სერია, სავსე არასწორი კომუნიკაციით, ძალადობითა და შურისძიებით.

ფილმი სწრაფად გადადის სოციალური დრამიდან დაძაბულ თრილერში, განიცდის მუტაციას და ინაცვლებს რევანშის ქვეჟანრში, რომელიც მოიცავს ისეთ სენსიტიურ თემებს როგორიცაა: გაუპატიურება და ეთნიკური პრობლემები. სვენ დანგონესის მარტივი და პრიმიტიული სცენარი სურვილს იტოვებს იყოს უკეთესი; ახალგაზრდა ქალები გამოსახულნი არიან როგორც თავმოყვარე ტურისტები და მუშათა ტრიო – იმპულსური ველურები. გარდა ამისა, მსახიობთა კერძოდ კი ტურისტთა წყვილის სამსახიობო თამაში და დიალოგები ზედმეტად უბრალო ან ხელოვნურია, საშინელი მოსასმენია მათი რეპლიკები და ზოგ მომენტში შესაძლოა ჩაეკითხოთ საკუთარ თავს – ნუთუ ასე ლაპარაკობენ ადამიანები რეალურ ცხოვრებაშიც?

საათნახევრიანი ქრონომეტრაჟის ფონზე, ფილმის ნელი და ზანტი რიტმი, სუსტ სასპენსთან ერთად, მღელვარების მაგივრად იწვევს მოწყენილობას ან სულაც ძილს. ამბავი საკმაოდ დიდიხანი ცდილობს გაიშალოს, გაგვაცნობს გარემო, პერსონაჟები და ყოველგვარი ინტერესი მაყურებლისგან ნელ-ნელა ქრება. ძალადობრივი და სისხლიანი მომენტები საშუალოზე დაბალია ან უბრალოდ ეკრანს მიღმა ხდება, არ აქვს გამართლება და ნაკლებად იწვევს დაძაბულობას. ისევ და ისევ, სუსტი დრამატურგიის გამო, ყველანაირი კონტექსტი ან მესიჯი რასაც ფილმი ცდილობს მოაწოდოს აუდიტორიას, არ მუშაობს და საკმაოდ ზედაპირულია.

მეორეს მხრივ, ფედონ პაპამაიკლი, აკის კონსტანტაკოპულოსთან ერთად, მაყურებელს ხიბლავს ულამაზესი, გრძელი კადრებითა და მიმზიდველი პეიზაჟებით, რომელსაც თან ახლავს ბრწყინვალედ შესრულებული განათება და ნიკ ათენის ატმოსფერული მუსიკა. რამდენადაც ფილმი ტექნიკურად გამართულია, იმდენად იჩრდილება ცუდი სცენარით, რომელიც ხელს უშლის პერსონაჟთა განვითარებასა და სიღრმის წარმოჩენას. ხოლო დიდხნიანი შემზადება/build-up-ს მხოლოდ და მხოლოდ მივყავართ არაფრისმომცემ, სევდიან და იმედგამაცრუებელ ფინალამდე, თითქოს მაყურებელი და მათ შორის მე – მოტყუებული დავრჩით.

მთლიანობაში, Light Falls-ს წარმოდგენა შეიძლება როგორც კინემატოგრაფიული დილემა: ფილმი ოსტატურად არის დამუშავებულ/გამართული ტექნიკური ასპექტით, მაგრამ პოტენციალის ბოლომდე გამოვლენაში უშლის პრობლემური/უღიმღამო სცენარი. ამასთანავე მაყურებელი ვერ რეზონირებს ამ სანახაობასთან, რომლის მიზანი ზემო აღნიშნული, სენსიტიური, დელიკატური თემების გამოკვლევაა. სამწუხაროდ ულამაზესი კადრები და კომპოზიციები ფუჭად იქნა გახარჯული და, როგორც ჩანს “სინათლესთან” ერთად, ფილმის ხარისხიც ეცემა.

“სინათლესთან” ერთად, ფილმის ხარისხიც ეცემა.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში.

სინათლის დაცემა (Light Falls)
რეჟისორი: ფედონ პაპამაიკლი (Phedon Papamichael)
საბერძნეთი, საქართველო, ალბანეთი, გერმანია 2023წ.

ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი

40/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Irréversible – Opening Sequence

Irréversible – Opening Sequence

| გასპარ ნოეს ფილმის - 'Irréversible' დაწყება

შემდეგი
Touch of Evil – Opening Scene

Touch of Evil – Opening Scene

| 3 წუთი და 12 წამიანი უწყვეტი კადრი, ორსონ უელსის ფილმის - 'Touch of Evil'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share