რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბიჭი ყლაპავს სამყაროს (Boy Swallows Universe)

13 წლის ილაი ბელი კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ

ნეტფლიქსის 2024 წლის სერიალი “ბიჭი ყლაპავს სამყაროს” ტრენტ დალტონის 2018 წლის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. სერიალის ცენტრში 13 წლის ილაი ბელია, რომელსაც თავისი ასაკისთვის შეუსაბამო და რთულად გასაგებ რაღაცებთან უწევს გამკლავება. სკოლაში ბულინგს ნარკოდამოკიდებული დედა, ალკოჰოლიკი მამა და დილერი მამინაცვალი ემატება. თითქოს ყველაფერი მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა და მისი მოსაგვარებელია. ილაის მთავარი მხარდამჭერი მეტყველებადაქვეითებული ძმაა (გასი), რომელსაც ჰაერში დაწერილი სიტყვებით ეკონტაქტება და ჩვენთვის მეოთხე სერიამდე უცნობია რატომ აღარ ლაპარაკობს ის. მეგობრებად მკვლელობაში ბრალდებული და ციხიდან გამოქცეული სლიმ ჰალიდეი და ასევე კრიმინალი ალექს ბერმუდა ჰყავს, რომელსაც ციხეში წერილებს სწერს. მისი სამყარო, საყვარელი ადამიანები საზოგადოებისთვის მიუღებელი, მარგინალური პიროვნებები არიან. 

ეპიზოდები იმდენად მძიმეა, ფიქრობ მეტი რაღა უნდა დაემართოს ილაის, რომლის მიმართაც უდიდეს ემპათიას გრძნობ და ყოველ ჯერზე უფრო უარესი განსაცდელი ატყდება თავს. მნიშვნელოვანია, რომ საკვანძო ეპიზოდი, როცა ილაის მამინაცვალს იტაცებენ და კლავენ, დედამისს ციხეში სვამენ და თვითონ თითს კარგავს რეალური ამბავია, რომელიც ტრენტ დალტონს შეემთხვა და რაზეც არის აგებული რომანი, მარტო დარჩენის ტკივილსა და მასთან გამკლავებაზე. “დაახლოებით 15 წლის ასაკში მე თვითონ ვიყავი ნარკოტიკების მოხმარების, ოჯახური ძალადობის, ალკოჰოლიზმისა და შფოთვების მონაწილე” – ამბობს ტრენტ დალტონი. 

მარტო დარჩენილ ბავშვებს ალკოჰოლიკ მამასთან უწევთ ცხოვრება, რომელიც თავიდან როგორც უარყოფითი, უპასუხისმგებლო პერსონაჟი ისე შემოდის სერიალში, თუმცა მეოთხე სერიაში მისი ახლანდელი მდგომარეობის რეალური მიზეზები ირკვევა და მაყურებლის დამოკიდებულებაც ისევე იცვლება, როგორც რობერტი თავისი შვილებისა და უმთავრესად საკუთარი ცხოვრების მიმართ, რომელიც უმიზნო და უიმედო იყო. 

სერიალის მთავარი გამოცანა ფილანტროპი ტაიტუს ბროზია, რომლის ცხოვრებისეული მიზანი ადამიანების დახმარებაა, რისთვისაც ხელოვნური კიდურებს ამზადებს. თუმცა, რეალურად ქალაქის უმსხვილესი ნარკობარონია და მისი ეს საქმიანობა თვალის ასახვევი გზა და ფულის გათეთრების საშუალებაა. მისი მარჯვენა ხელი ივან კროლი ილაისთვის ბავშვობის კოშმარია, რომელმაც ლაილი (მამინაცვალი) და მასთან ერთად საკუთარი თითი დააკარგვინა. ამიტომ გაზრდისთანავე, როცა ჟურნალისტად მუშაობას იწყებს, მისი მთავარი მიზანი ტაიტუსის გამოაშკარავება და ბავშვობისდროინდელ კითხვებზე პასუხის მიღება ხდება, სად არის ლაილი და ვინ არის რეალურად ტაიტუს ბროზი, რაშიც კეიტლინ სპაისი ეხმარება. მისია წარმატებით სრულდება, თუმცა როგორც ყველაფერი სხვა სერიალში მარტივი არ არის და დანაკარგებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული. სცენარისტები ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ ილაის და მაყურებელს, რომელიც ბედნიერ დასასრულს ელოდება.

Boy Swallows Universe-ის მთავარი სიმბოლოები წითელი ტელეფონია, რომელიც კომუნიკაციის არანაირ წყაროსთან არ არის მიერთებული და ლურჯი ნიბლია. ორივე სიმბოლო ილაისთანაა კავშირში, ერთი მის ქვეცნობიერსა და ტრავმებს განასახიერებს, რომელიც მომავლიდან აფრთხილებს და თითქოს გასის წინასწარმეტყველური ხმაა და მეორე თავად ილაია, რომელიც მის ცხოვრებასა და ბედს ასახავს. “დასაწყისში ჩიტი გალობს, ბედნიერია. ამბის პროგრესირებასთან ერთად, როცა ილაის ცხოვრება რთულდება, ნიბლია ქაოტური ხდება – მიფრინავს, ფანჯრებს ეჯახება – ირეკლავს იმას, რასაც ილაი განიცდის.” – ამბობს სერიალის ერთ-ერთი რეჟისორი ნალური. 

სერიალის შეუდარებელი ქასთი (ფიბი ტონკინი, ტრევის ფიმელი, საიმონ ბეიკერი, ბრაიან ბრაუნი, ფელიქს კამერონი) და არაჩვეულებრივი შესრულება, შენც იმ ამბების მონაწილედ გაქცევს, რასაც ილაი ბელი გამოცდის და სულმოუთქმელად რთავ ახალ ეპიზოდს. Boy Swallows Universe გამოსვლისთანავე მოხვდა ნეტფლიქსის გლობალურ ტოპ 10-ში. 

ბიჭი ყლაპავს სამყაროს (Boy Swallows Universe)
შემქმნელი: ჯონ კოლი

7 ეპიზოდი, ეპიზოდის ხანგრძლივობა 50წთ

85/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Touch of Evil – Opening Scene

Touch of Evil – Opening Scene

| 3 წუთი და 12 წამიანი უწყვეტი კადრი, ორსონ უელსის ფილმის - 'Touch of Evil'

შემდეგი
A Quiet Place Part II – Death Angel Scene

A Quiet Place Part II – Death Angel Scene

| ნაწყვეტი ჯონ კრასინსკის ფილმიდან - "A Quiet Place Part II"

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share