ნაწყვეტი ჯონ ფრანკენჰეიმერის (John Frankenheimer) 1998 წლის ფილმიდან – ‘Ronin’, რობერტ დე ნიროს (Robert De Niro), ჟან რენოს (Jean Reno), ნატაშა მაკელჰონის (Natascha McElhone), სტელან სკარსგარდისა (Stellan Skarsgård) და ჯონათან პრაისის (Jonathan Pryce) მონაწილეობით.
იმისათვის, რომ ეს დევნის სცენა მაქსიმალურად რეალურისთვის მიემსგავსებინათ და შეექმან იმის შთაბეჭდილება, თითქოს რობერტ დე ნირო და ნატაშა მაკელჰონი ნამდვილად თვითონ მართავდნენ მანქანას, გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მარჯვენასაჭიანი მანქანები, რომლის მარცხენა, ამ შემთხვევაში მგზავრის მხარე, რეალური სამართავი სისტემის იდენტური ასლი იქნებოდა. მსახიობები შემდეგ ცდილობდნენ მაქსიმალურად გაემეორებინათ მათ გვერდზე მჯდომი პროფესიონალი მძღოლების მოძრაობები.