ცნობილი ჯგუფის The XX-ის, ერთ-ერთი წევრის Jamie Smith – ის შთამბეჭდავი მეორე სტუდიური სოლო ალბომი
ბრიტანული ჯგუფის The xx-ის პირველი ალბომი xx-ი 2009 წლის ზაფხულის მიწურულს გამოვიდა. ეს იყო ძლიერი და გაბედული დასაწყისი ბენდის მუსიკალურ გზაზე. ალბომის პირველი ტრეკი “intro” შეიქმნა Jamie Smith – ის თანაავტორობით – მინიმალისტური შედევრი, მამოტივირებელი, მძაფრი თავისუფლების განცდით, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ტრეკი ისმოდა ყველგან – ღონისძიებებზე, სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა, სარეკლამო რგოლებსა თუ ფილმებში.
In Colour ასე ეწოდება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის Jamie Smith-ის სადებიუტო სოლო ალბომს, მომნუსხველი ჰიტით Gosh. მეორე სოლო ალბომის გამოსვლამდე არტისტმა საინტერესო გზა გაიარა, გამოუშვა პირველი “სინგლი” Idontknow, შექმნა ჯგუფ Radiohead-ის კომპოზიციის Bloom-ის ალტერნატიული ვერსია, ითანამშრომლა Frank Ocean-თან, Tyler, the Creator-თან და John Talabot-თან.
თითქმის ათი წლის შემდეგ, სმიტის მეორე სოლო ალბომი In Waves-ი ბრიტანულმა ლეიბლმა Young-მა გამოუშვა. მუსიკოსი და დიჯეი იხსენებს სტუდიაში გატარებულ დღეებს, როგორც მნიშველოვან და შთამაგონებელ პროცესს, თუ როგორი სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა მეგობრებთან ერთად სტუდიაში ხელახლა დაბრუნება. ის ოთხი წლის მანძილზე ქმნიდა მუსიკას უდიდესი შთაგონებით და სიყვარულით, რომ საბოლოოდ ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორიც თავიდანვე წარმოედგინა. “ჩემს გონებაში არსებობს წარმოსახვითი ბიბლიოთეკა, რომლის თაროებზეც უამრავი იდეა დევს, სწორი დროის და ადგილის მოლოდინში” – ამბობს მუსიკოსი.
ალბომი In Waves-ის სათაური შეიძლება დავუკავშიროთ მუსიკოსის ახლად აღმოჩენილ სიყვარულს სერფინგის მიმართ. ერთ-ერთ ინტერვიუში ის აღნიშნავს, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება პანდემიის შემდეგ. როგორი აუცილებელი და სასაიმოვნო გახდა გარეთ სეირნობა, მედიტირება და სწორი ტალღის მოლოდინი ოკეანის სანაპიროზე. მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, როგორც მარტო დარჩენა და ინტროსპექცია. ალბომში უამრავი ემოცია და განწყობაა ერთდროულად. კარგად იგრძნობა გამოცდილება, აღმოჩენები და მუსიკის გულწრფელი სიყვარული. ეიფორიული “Dance music”, მსუყე, დინჯი ბასებით, ელექტრო და ბრეიქბით ტექნოს დეტალებით, ჰაუს მუსიკის ზეგავლენა და “UK Garage”-ი. არტისტმა ითანამშრომლა Honey Dijon-თან, The Avalanches და Panda Bear-თან. კოლაბორაცია შვედ მომღერალ Robyn “ტრეკით” Life, თანამედროვე საცეკვაო მუსიკის ჰიტია, დისკოს ელემენტებით. სიმღერით Waited All Night ყოფილი ბენდის The xx-ის ყველა წევრი გაერთიანდა.
Breather კი ყველაზე გრძელი და განსაკუთრებული კომპოზიციაა, რობოტისებრი ვოკალით, ინტენსიური ინტროთი და მელანქოლიური გადასვლით მეორე ნაწილში. ალბომი მთავრდება კომპოზიციით Falling Together, ქორეოგრაფ Oona Doherty-ის რბილი ხმის ტემბრით და “Acid House”-ის შერწყმით. მუსიკოსის თქმით, In Waves-ი მისთის ძალიან ძვირფასი და გამორჩეულია!
Album: In Waves
Release date: September 20, 2024
Label: Young
Genre: Dance/Electronic
ალბომში 12 ტრეკია 44 წუთი ხანგრძლივობით
In Waves ინგლისელი პროდიუსერის მეორე სტუდიური ალბომია