რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ადგილი (The Place)

ცხრა სხვადასხვა ადამიანი მიდის ერთი და იგივე კაფეში, ერთ მაგიდასთან, სადაც იდუმალებით მოცული მამაკაცი ზის, რომელსაც შეუძლია მათი ნებისმიერი სურვილი შეასრულოს. ისინი ითხოვენ მათი სანუკვარი ოცნებების ახდენას, მაგრამ ამის სამაგიეროდ მათ სხვადასხვა სირთულის დავალების შესრულება მოუწევთ. რაც უფრო ძნელი და მიუწვდომელია სურვილი, მით უფრო რთულია დავალებაც. ფილმის გმირება მოუწევთ რთული არჩევანის გაკეთება: სადამდე შეუძლიათ მათ შეტოპონ მათი სურვილების და ოცნებების დევნაში..?

დიალოგებზე აწყობილი კინო ეშმაკთან კონტრაქტზე

დიალოგებზე აწყობილი კინო ეშმაკთან კონტრაქტზე- ,,იდეალური უცნობების” რეჟისორის, პაოლო ჯენოვეზესგან. (ფილმის ორიგინალური იდეა ეფუძნება კანადურ სერიალს- ,,The Booth at the End”). ფილმის კადრები კაფეს არ სცილდება, მაგრამ გმირებს შორის დიალოგები ისეა აგებული, მკაფიოდ შეგვიძლა გონებაში წარმოვიდგინოთ ის 9 ისტორია, რომელიც ფილმის მსვლელობისას გმირებს გადახდებათ.

ადგილი (The Place)
რეჟისორი: პაოლო ჯენოვეზე
2017წ. (იტალია)
The Place (2017) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
Maceo Plex – Cinemax

Maceo Plex – Cinemax

Add to favorites

შემდეგი
გვიხსენი ბოროტებისაგან (Daman akeseo goohasoseo)

გვიხსენი ბოროტებისაგან (Daman akeseo goohasoseo)

,,ყვითელი ზღვის” და ,,მდევარის” სცენარისტის, სამხრეთ კორეელი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share