რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბრწყინვალე პოსტ-აპოკალიპტური სერიალი, ამავე სახელწოდების პოპულარული (RPG) თამაშის ადაპტაცია

ელა ფერნელი სერიალიდან ‘Fallout’

სერიალი Bethesda Game Studios – ს თამაშის Fallout-ის ადაპტაციაა, რომლის შემქმნელები ჯინევა რობერტსონ-დუორეთი (Tomb Raider) და გრემ ვაგნერი (Silicon Valley), აღმასრულებელი პროდიუსერები კი ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი (ორივე, კრისტოფერ ნოლანის ძმა ჯონათანი, რომელმაც გადაიღო პირველი 3 ეპიზოდი და მისი ცოლი ლიზა ერთად მუშაობდნენ სერიალ Westworld-ზეც) არიან. 

სერიალი ვიდეო თამაშის რომელიმე ნაწილზე არ არის დაფუძნებული, თამაშისგან განსხვავებული ისტორია ორიგინალური პერსონაჟებით. მოვლენები რეტრო ფუტურისტულ პოსტ-აპოკალიპტურ ლოს-ანჯელესში ვითარდება, ლოს ანჯელესი თამაშში აქამდე არასდროს გამოჩენილა. თამაშის ლოკაციები მოიცავს ლას ვეგასს, ბოსტონსა და ვაშინგტონს. დრო სხვადასხვა საუკუნეებში ვითარდება, სერიალში 2077 წელია, ბირთვული აფეთქებიდან 219 წლის შემდგომი პერიოდი. Fallout 3 ასევე აფეთქებიდან 200 წლის შემდეგ დროშია, თუმცა ადგილი სრულიად განსხვავებულია, Fallout 4 უკვე წინამორბედთან შედარებით 10 წლით მოგვიანებით პერიოდშია. Fallout: New Vegas სერიალამდე დეკადით ადრე დროშია, თუმცა, მასში მოქმედებები კალიფორნიასა და ნევადაში ვითარდება. სერიალის მთავარი პერსონაჟი (ისევე როგორც თამაშებში) სარდაფის მობინადრეა (Vault Dweller), რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მიწისქვეშეთში ცხოვრობს, მათი ინფორმაციით ზედაპირი სახიფათოა, დასხივებულია და შეუსაბამოა ადამიანის სიცოცხლისთვის. 

ელა ფერნელი და კაილ მაკლაქლენი სერიალიდან ‘Fallout’
ელა ფერნელი და მაიკლ ემერსონი სერიალიდან ‘Fallout’

Fallout, სამყაროს როგორც ასეთის აღსასრულის მომენტიდან იწყება. 8 ეპიზოდიანი სერიალი იხსნება ალტერნატიულ დროში, 1955 წლის ამერიკაში, სადაც კუპერ ჰოვარდი (Walton Goggins) ვესტერნების ცნობილი მსახიობი, მდიდარი ოჯახის ბავშვების წვეულებაზე გამრთობად მუშაობს. მისი პატარა ქალიშვილი ჯეინი (Teagan Meredith) ხელს იშვერს ლოს-ანჯელესის ცისკენ, რა დროსაც ჰორიზონტზე ბირთვული იარაღი ფეთქდება. შემდეგ სცენაში უკვე 2077 წელია, ვინაცვლებთ Vault 33-ისკენ, სადაც იქაური მაცხოვრებლები (Vault Dwellers) მშვენივრად თანაარსებობენ. ლუსი მაკლეინი (Ella Purnell ‘Yellowjackets’-დან)  გაიზარდა იდილიურ Vault 33-ში, დამოუკიდებელ, ჰერმეტულად დალუქულ სარდაფში (Vault). მაგრამ როდესაც მის ადგილსამყოფელს თავს დაესხმებიან “ზედაპირის ბინადრები” (surface-dwellers) ლი მოლდავერის მეთაურობით (Sarita Choudhury) და გაიტაცებენ მამამისს (Kyle Maclachlan), ლუსი ისეთი გარესამყაროკენ მიემართება გამოსახსნელ მისიაზე, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი იცის და სადაც მის გულწრფელობას და ცივილურობის შეგრძნებას არავინ იზიარებს. ზედაპირზე მოგზაურობისას შეხვდება გოულს – კუპერ ჰოვარდს (Walton Goggins), დაუნდობელ, უცხვირო ჯილდოზე მონადირეს, მაქსმუსს რომელიც რკინის საძმოს წევრია, დოქტორ სიგი უილზიგს (Michael Emerson Lost-დან), ძაღლ CX404-სა და სხვებს. 

არონ მოტენი სერიალიდან ‘Fallout’
უალტონ გოგინსი სერიალიდან ‘Fallout’

სერიალ Fallout-ის შემქმნელები, დასაწყისშივე შესანიშნავად აკეთებენ აქცენტს სამ მთავარ პერსონაჟზე – ლუსიზე, გოულსა და მაქსიმუსზე. მიუხედავად იმისა, რომ ამბავი ორიგინალურია, თუკი ერთხელ მაინც გითამაშიათ თამაში, მისი ემოციები ყოველთვის შეიგრძნობა, მაგალითად ისეთი დეტალები როგორებიც არის მკვეთრი შუქი, რომელიც საცავიდან ზედაპირზე პირველად ამოსვლის დროს გვხვდება, ტანსაცმელი, მიწისქვედა ბინადრების გაჯეტები, რადიოაქტიური ხოჭოები, ლიბერთი პრაიმი, სიმღერები თამაშიდან და ა.შ. სერიალი ერთდროულად საშიშიც არის, ძალადობრივიც, სახალისოც და უცნაურიც, არ ერიდება სისხლისღვრას, რითაც ჰაგავს ამაზონ პრაიმის სერიალს The Boys. ამბავი ისეთივე საინტერესოა, როგორც სარდაფის (Vault) საიდუმლოებები, რაც სერიალის ბოლომდე მაყურებელთა ჩართულობას იწვევს. Fallout თამაშის სრულიად განსხვავებული და ბრწყინვალე ადაპტაციაა, რაც აქამდე არ გინახავთ. 

Fallout
შემქმნელები
: ჯინევა რობერტსონ-დუორეთი და გრემ ვაგნერი

ხანგრძლივობა: 8 სერია, 45-74 წუთი ხანგრძლივობით

90/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Sicario – Boarder Ambush

Sicario – Boarder Ambush

| ნაწყვეტი დენი ვილნევის ფილმიდან - 'Sicario'

შემდეგი
Nia Archives – Cards On The Table

Nia Archives – Cards On The Table

| Album: Silence Is Loud

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share