ექვსი ეპიზოდისგან შემდგარი საინტერესოდ ჩახლართული კრიმინალური მინი-სერიალი.
ხანშიშესული პენსიონერი ლაბერტ დეიდერიო მემუარების დასაწერად ხელმოცარულ მწერალს ქირაობს, რომელმაც წლები ციხეში გაატარა. სასჯელის მოხდის პერიოდში მან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წიგნიც დაწერა და გამოსცა, თუმცა აღიარება ვერ მოიპოვა. უცხო ადამიანის ბიოგრაფიის დაწერა მისთვის ახალი შანსია. მხოლოდ როგორც აღმოჩნდება ეს ბიოგრაფია არც ისე ტრივიალურია, და სიცოცხლისთვის საშიში დოზის ინფორმაციასაც შეიცავს…
საფრანგეთში სერიალის გამოსვლას არაჩვეულებრივი ინტრიგაც თან ახლდა: წიგნი, რომელსაც მწერალი სერიალში წერს, მართლაც წიგნების თაროებზე გამოჩნდა და იყიდებოდა. ასე და ამრიგად რეალობა და გამოგონილი ამბავი ერთმანეთში გადაიხლართა არამხოლოდ სიუჟეტის გმირთა სამყაროში, არამედ გარკვეულწილად მაყურებლის რეალობაშიც.
შავი პეპლები (Les Papillons Noirs)
შემქმნელები: ოლივიე აბუ (Olivier Abbou)
ბრუნო მერლი (Bruno Merle)
2022წ. (საფრანგეთი)
6 ეპიზოდი | 50 წუთიანი ხანგრძლივობით