The Eternaut - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისცნობილი  კომიქსის ადაპტაცია, არგენტინული პოსტაპოკალიპტური სერიალი იდეალურია სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის

სერიალი ეფუძნება ჰეკტორ ჯერმან ოსეტერჰელდის ამავე სახელწოდების კომიქსს, რომელიც ფრანცისკო სოლანო ლოპეზის მიერ არის ილუსტრირებული  და 1957-1959 წლებში იბეჭდებოდა. ოესტერჰელდი ლათინური ამერიკის კომიქსებისთვის განსაკუთრებული ფიგურაა, ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ისტორიებით სოციო-პოლიტიკურ თემატიკაზე. სამწუხაროდ 1970-იან წლების ბოლოს არგენტინული სამხედრო დიქტატორული მმართველობის დროს ოსტერჰელდი გაიტაცეს და ტრაგიკულად გაუჩინარდა.

სატელევიზიო ადაპტაცია ისტორიის მოდერნიზებულ ვერსიას გვთავაზობს, თუმცა, ორიგინალი ნაწარმოების ძირითად პრინციპებსა და ატმოსფეროს ინარჩუნებს.

ამბავი ბუენოს-აირესში იწყება ზაფხულის ერთ საღამოს, როცა ახალგაზრდა გოგოები გადაწყვეტენ საღამოს ნავით გასეირნებას და ბავშვობის მეგობრები უკვე შუახნის ასაკში ტრადიციულ გართობას აპირებენ, კარტის თამაშითა და ალკოჰოლის მიღებით. მოულოდნელად, მისტიური და მომაკვდინებელი თოვლი იწყება, რასაც ნებისმიერი ადამიანის მოკვლა შეუძლია, ვისაც შეეხება. სერიალი ხუან სალვოსა და სხვა გადარჩენილთა ჯგუფს მიუყვება, რომლებიც ამ აპოკალიპტურ მოვლენასთან გამკლავებას ცდილობენ და მეოთხე ეპიზოდისთვის უკვე ნთელი ხდება აღნიშნული კატასტროფის ნამდვილი მიზეზი. სერიალის პირველი ნაწილით შემქნელები წარმატებით ახერხებენ გვაჩვენონ დაგვარწმუნონ, რომ ერთადერთი რეალური საფრთხე უცნაური, შუა ზაფხულში მოსული თოვლია და ჩვენ მტრის ვერანაირ ფიზიკურ ფორმას ვერ ვხედავთ.

ატმოსფეროფერული და შემზარავი – სერიალი პოსტაპოკალიპტურ სამყაროში არსებულ სასოწარკვეთასა და დაძაბულობას ეფექტურად აღწერს, განსაკუთრებით შთამბეჭდავია თოვლით დაფარული ბუენოს-აირესის პეიზაჟები, The Eternaut-ში ყურადღება გამახვილებულია გადარჩენილთა ურთიერთობებსა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის სირთულეებზე. სერიალი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა გამძლეობა, წინააღმდეგობა და პოლიტიკური არეულობის გავლენა ადამიანზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ორიგინალი კომიქსისა და არგენტინის ისტორიას.

Netflix – ისთვის შექმნილი 6 ნაწილინი პროექტის ავტორი და რეჟისორი ბრუნო სტაგნაროა თანასცენარისტ არიელ სტაგნარისთან ერთად. The Eternaut თავზარდამცემი აპოკალიპტური ამბავია ძლიერი სამსახიობო შესრულებით, დამაჯერებელი თხრობითა და შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტებით, რაც მას სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის იდეალურ სანახაობად აქცევს.

The Eternaut
არგენტინა 2025 წელი
შემქმნელი: ბრუნო სტაგნარო


ხანგრძლივობა: 6 ეპიზოდი – ეპიზოდი 44–68 წუთი

80/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
Heartworms – Glutton For Punishment

Heartworms – Glutton For Punishment

| Album: Glutton For Punishment

შემდეგი
​​ოთხი სეზონი (The Four Seasons)

​​ოთხი სეზონი (The Four Seasons)

| თინა ფეის "ოთხი სეზონი", 1981 წლის ალან ალდას ამავე სახელწოდების ფილმის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share