ფრანგი და შვეიცარელი დეტექტივები სერიული მკვლელის დევნაში
საოცარი სილამაზის მთიან კურორტზე, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს, პოლიცია ადამიანების გვამებს პოულობს. მკვლელობების საერთო ხელწერა მიანიშნებს, რომ ამ ადგილებში მანიაკი გამოჩნდა. ყველა მსხვერპლი გულმოდგინედ ალპინისტების თოკითაა შეკრული, ხოლო პირში ყვავილი აქვს დატოვებული. მეტი მოსაჭიდი და კვალი გამოძიებისთვის ფაქტიურად არც არსებობს. დეტექტივ სტერენ პერის და კაპიტან ლაიეს ბაუნს წყვილში მუშაობა მოუწევთ, რათა ამოხსნან საზარელი მკვლელობების სერია.
თითქოს დეტექტიურ ჟანრში ახალი ძნელად იქმნება, სერიალები ერთმანეთს ჰგავს და შტამპებითაა სავსე. მიუხედავად ამ პრობლემისა, მიუხედავად სიუჟეტის არაორგინალურობისა, ,,მკვდარი სეზონის” შემქმნელებმა შეძლეს ამ შტამპებს შორის რაღაცნაირად ლავირება და შესანიშნავი, დაძაბული სანახაობა შემოგვთავაზეს, რომელიც სერიიდან სერიამდე ინტერესს კიდევ უფრო გაგვიღვიძებს, ისტორიაში ჩაგვძირავს და ეკრანს ალპინისტის თოკით მიგვაჯაჭვებს.