პროდუქტის შეძენა:
ID•U ვალდებულია შესყიდული ნივთი შეამოწმოს და დაუზიანებელ მდგომარეობაში ჩააბაროს დამკვეთს მითითებულ მისამართზე.
დაბრუნება/გადაცვლა
პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება ვებ-გვერდზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული და ზემოაღნიშნულს დააფიქსირებთ პროდუქციის მოწოდების მომენტში კურიერთან. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა ან თანხის დაბრუნება.
სხვა შემთხვევაში, პროდუქტის დაბრუნება ან/და შეცვლა არ ხდება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა:
შპს “აიდიუ” პასუხისმგებლობით ეკიდება პიროვნებების მონაცემების, მათ შორის სახელის, მისამართის, ტელეფონის ნომრების, ელექტრონული ფოსტის კონფიდენციალურობას და არ გადასცემს ამ ინფორმაციას მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე, გარდა
- კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;
- შესყიდვისთვის აუცილებელი საბანკო ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა, რომელსაც შპს აიდიუ აწვდის ბანკს, რასთან დაკავშირებითაც მომხმარებელი წინასწარ ინფორმირებულია და გამოთქვამს თანხმობას;
*თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება საქართველოს მონაცემთა დაცვის კანონის მიხედვით.
მიტანის პირობები:
თბილისის მასშტაბით
14:00 საათამდე განხორციელებული შეკვეთის მიწოდება, სტანდარტული საკურიერო მომსახურებით ხდება იმავე დღის 20:00 საათამდე. ხოლო 14:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთა ავტომატურად გადადის შემდეგ დღეზე.
მიწოდების საფასური 4 ლარია, რომელსაც იხდით ვებ-გვერდიდან პროდუქციის შესყიდვისას, საბანკო ანგარიშსწორების დროს.
რეგიონებში
მიწოდება ხდება 3 სამუშაო დღეში საქართველოს ფოსტის მიერ.
მიწოდების საფასური 12 ლარია, რომელსაც იხდით ვებ-გვერდიდან პროდუქციის შესყიდვისას, საბანკო ანგარიშსწორების დროს.
შპს აიდი იუ
გოგებაშვილის 4,
თბილისი, საქართველო 0107