რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სასტუმრო როიალი (The Royal Hotel)

კიტი გრინის სექსისტური ტრილერი ავსტრალიაში მაღაროელების გარესამყაროსგან მოწყვეტილ ქალაქში

კიტი გრინის 2023 წლის ტრილერი “სასტუმრო როიალი” ინსპირირებულია პიტ გლისონის 2016 წლის დოკუმენტური ფილმით “სასტუმრო ქულგარდი,” რომელიც მაღაროელების ქალაქში არსებული პაბის ისტორიას ყვება ქალებისთვის კლაუსტროფობიურ, სექსისტურ გარემოზე. 

“სასტუმრო როიალი” იწყება ცეკვის სცენით იახტის კლუბში, სადაც ფილმის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ლივს (ჯესიკა ჰენვიკი) ბარათზე ფული უმთავრდება და სასმლის საყიდლად თავის მეგობარ ჰანასთან (ჯულია გარნერი) მიდის, რომელიც ახალგაცნობილ ბიჭთან ერთადაა და ამბობს, რომ კანადელია, რადგან კანადელები ამერიკელებისგან განსხვავებით ყველას უყვარს. მეგობრები ავსტრალიაში მოგზაურობენ “იმოგზაურე და იმუშავე” პროგრამით და ფინანსების არასწორი განაწილების გამო მაღაროელების ქალაქში პაბში უწევთ მუშაობის დაწყება. სამსახურის სააგენტოსთან ინტერვიუში ადგილის ერთადერთ მინუსად მისი გარემოსგან მოწყვეტილობა და კაცების სიმრავლეა აღნიშნული, თუმცა, ნანახი მოლოდინს აჭარბებს. 

პაბში მისასვლელად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა და საბოლოოდ მანქანით სიარულია საჭირო, რაც ადგილს გარესამყაროსგან სრულიად იზოლირებულად აქცევს, უკან დასახევი გზა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პაბი ჯერ არ არის გახსნილი, მისვლისთანავე გოგოებს კართან რამდენიმე კაცი ხვდება, რომლებიც დაჟინებული მზერით აკვირდება მათ.  პაბის მფლობელთან პირველი ინტერაქცია სააბაზანოშია, მათთვის თითქოს პირადი სივრცე არ არსებობს, მოგვიანებით ბილი (მფლობელი) დეტალურად უხსნის ვისთან როგორ უნდა მოიქცნენ, რას ნიშნავს ხელში აწეული ფული, ვის როდის უნდა მიაწოდონ ან დაუმატონ სასმელი და რაც მთავარია, როდის გაიღიმონ. 

ლივი და ჰანა ერთმანეთისგან ამ მთავარი ნიშნით განსხვავდებიან, ლივი არ იღიმის და მომხმარებლებთან მუდმივ დისტანციას იჭერს, არ სვამს მათთან ერთად. ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს, რომ “დედამისი სვამდა,” თუმცა, შემდეგ აღარ აგრძელებს, მაგრამ ვხვდებით, მან კარგად იცის როგორი შეიძლება იყოს არაფხიზელი ადამიანი ლივისგან განსხვავებით, რომელიც ფილმის ყველაზე საშიშ პერსონაჟ დოლიზეც კი ამბობს, რომ “ის ნორმალურია, უბრალოდ მარტოსულია” და ჰანას ეკითხება, რატომ არ აძლევს მას შანსს. ჰანა ყოველთვის ფრთხილია და ლივის დაცვას ცდილობს, ფიქრობს, სად არის, ზედმეტი ალკოჰოლი ხომ არ მიიღო, შეუძლია თუ არა თავისი თავის კონტროლი და ბოლო ეპიზოდშიც, როცა ის შესაძლოა დოლისგან ძალადობის მსხვერპლი გახდეს, ლივი იჩენს სიმტკიცესა და გამბედაობას. მისი ამგვარი ხასიათის პასუხია ეპითეტი “sour cunt” და ეტიკეტი “ჰანა,” რომელიც დოლის მიერ მოკლულ ქილაში ჩადებულ გველს აწერია. 

რეჟისორი კიტი გრინი კულტურულ განსხვავებებზეც აკეთებს აქცენტს, ფილმის პრემიერის დროსაც ამერიკასა და ავსტრალიაში აუდიტორიას განსხვავებული რეაქციები ჰქონდა, რადგან პაბში არსებული სექსისტური გარემო, არაკორექტული ხუმრობები და კაცების ყიჟინა ავსტრალიელისთვის უფრო ნაცნობია და ამერიკელისგან განსხვავებით მათ შეიძლება 30 წუთით მეტი დასჭირდეთ იმის მისახვედრად, რომ ფილმში მოთხრობილი ამბავი საშიშია. ერთ-ერთ ეპიზოდში ლივი ამბობს, რომ შეიძლება ის, რაც პაბში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის გაუგებარია, ნორმალურიც კი იყოს. 

“სასტუმრო როიალის” მინუსად ლივის პერსონაჟზე, მის წარსულზე ინფორმაციის არ არსებობა შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, რეჟისორი განმარტავს, რომ მას არ უნდოდა გაუპატიურების გამო შურისმაძიებლური ამბის მოყოლა, სადაც ადამიანებს წარსული ტრავმები მართავს.

თითქოს რაღაც X გადახდათ მათ, რის გამოც გაბრაზდნენ და ამიტომაც ირჩევენ ქცევის ამ გზას. მინდოდა გამეკეთებიან ფილმი კონკრეტულ მოქმედებაზე აწმყო დროში. მისაღებია ეს თუ არა? და როდის ვიმაღლებთ სახელს ჩვენი თავისთვის

ამბობს კიტი

ფილმში ადამიანები იმის მიხედვით განსხვავდებიან რამდენად საშიშები ან შემაწუხებლები არიან. ამ შკალაზე თითქოს მეთსა და თისს შანსი აქვთ სხვებისგან გამორჩეულები იყვნენ, რადგან შედარებით ნაკლებად სექსისტურები ჩანან და გულწრფელი ემოციები აქვთ ჰანასა და ლივის მიმართ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ორივეს მთავარი მიზანი მხოლოდ სექსუალური ვნებების დაკმაყოფილებაა. 

უცნაური ურთიერთობა აქვთ პაბის მფლობელ ბილსა და მის პარტნიორ ქეროლს, რომელიც ამავდროულად მზარეულია და ერთადერთი ქალია ამდენ კაცს შორის, ვისაც გოგოებისთვის სიტუაციის დასტაბილურება შეუძლია, თუმცა, ის თითქმის ყოველთვის ჩრდილშია და არ ჩანს, აკონტროლებს ბილის, რომ ალკოჰოლი აღარ მიიღოს და პერიოდულად დაძაბულ მომენტებში ჩნდება, აიძულებს მას გადასახადები გადაიხადოს და ბოლოს ურჩევს გოგოებს უკანასკნელი ფული გამოიმუშავონ და რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ პაბი. 

საბოლოოდ “სასტუმრო როიალი” ქალების მიერ საზღვრების დაწესებაზეა, რისი მიღება შეუძლიათ და სადამდე უძლებენ კომენტარებს, რომელიც თითქოს ხუმრობაა, მაგრამ შეურაცხმყოფელი, ზოგჯერ კი საშიშია მათთვის. კიტი გრინი ფილმის შესახებ ამბობს, – “ფილმი იმაზეა თუ რას ვითმენთ, რის ნებას ვაძლევთ მათ და რისი ატანა შეგვიძლია ქალებს მსგავს სიტუაციაში. როდის ვიბრძვით ჩვენი თავისთვის და როდის ვამბობთ “არას,” როდის ვიღებთ ხელში ნაჯახს.”

“სასტუმრო როიალი” ნომინირებული იყო სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მიიღო RTVE-Otra Mirada-ს ჯილდო, ასევე მოხვდა ლონდონის კინოფესტივალის მთავარ სელექციაში. ჯულია გარნერი დასახელდა საუკეთესო ქალი მსახიობად AACTA – ავსტრალიის კინოაკადემიისა და სატელევიზიო ხელოვნების დაჯილდოვებაზე.

80/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
გოძილა და კონგი: ახალი იმპერია (Godzilla X Kong: The New Empire)

გოძილა და კონგი: ახალი იმპერია (Godzilla X Kong: The New Empire)

| ძალა ერთობაშია: ორი ტიტულარული მონსტრი კვლავ ერთიანდება ახალი საფრთხის

შემდეგი
Ricky Stanicky (რიკი სტენიკი)

Ricky Stanicky (რიკი სტენიკი)

| პიტერ ფარელი ახალი კომედიით: სახალისო ამბავი სულელური ტყუილის შესახებ, რომელიც

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share