რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ზაფხულის დასასრული (Slutet på sommaren)

ფსიქოლოგიური თრილერი, დეტექტიური სერიალი, დაფუძნებული პოპულარული შვედი ავტორის ანდრეს დე ლა მოტეს ამავე სახელწოდების ბესტსელერ კრიმინალურ რომანზე, სკანდინავიელი მსახიობების ჯულია რაგნარსონისა და ერიკ ენგის მონაწილეობით

ექვს ეპიზოდიანი სერიალი იხსნება სცენით, სადაც შვედურ სოფელში, 1984 წლის ზაფხულში 10 წლის გოგო (ვერა) შეესწრება როგორ იხრჩობს დედამისი თავს ტბაში. მოგვიანებით ვიგებთ, რომ ამ ამბის მოხდენამდე გოგოს ძმა, ბილი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პოლიციის გამოძიება წარუმატებელია და მხოლოდ ჭორებსა და ეჭვებს ტოვებს, რაც საბოლოოდ მგლოვიარე ოჯახში დედის თვითმკვლელობას იწვევს.

20 წლის შემდეგ ვერა სტოკჰოლმში ჯგუფურ თერაპიას ხელმძღვანელობს, სადაც ერთ-ერთ სესიაზე ახალგაზრდა ბიჭი მოდის და აღწერს უცნაურად ნაცნობ ბავშვობის მოგონებას გაუჩინარებაზე ისეთი დეტალებით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ წლების წინ მომხდარი ინციდენტი მას გადახდა თავს. როგორც ჩანს, ბიჭის მოგონება წარსულში მომხდარი ტრავმის გამო წაშლილია მისი გონებიდან და მას მხოლოდ ის ახსოვს, რომ გააშვილეს, რაც ვერაში იმედს აღვიძებს, რადგან ის შეიძლება მისი ძმა ბილი იყოს. ამის შემდეგ ვერა თავის დამსხვრეულ ოჯახში სიმართლის გამოსარკვევად ბრუნდება, რათა გაიგოს რა მოხდა იმ დაუსრულებელ ზაფხულში.

“ზაფხულის დასასრული,” ანდრეს დე ლა მოტეს პირველი კრიმინალური რომანია, რომლის ეკრანიზაციაც მოხდა. ადაპტირებულია სცენარისტების ბიორნ კარლსტრომისა (Bron/Broen რეჟისორი) და სტეფან სანბერგის (Young Wallander რეჟისორი) მიერ. სიუჟეტი მეტწილად აწმყო დროში იშლება, ხშირ, მოკლე ფლეშბექებთან ერთად ბიჭის გაუჩინარების პერიოდიდან. რეალური დრო მოიცავს ადრინდელ 2000-იანებს, რისი მინიშნებაც სერიალში დასასრულამდე არ ხდება, თუმცა, მანქანებისა და მობილური ტელეფონების მოდელებით ამის მიხვედრა შესაძლებელია. პირველი სამი ეპიზოდი ნელა მიმდინარეობს, თუმცა გამოირჩევა შვედეთის სოფლის მხარის ულამაზესი კადრებით.  სერიალის მეორე ნახევარი უფრო საინტერესო ხდება და სიმართლის გამოაშკარავება ბოლოში ნამდვილად ღირს ლოდინად და ლოგიკურია. პროექტი მაღალი ხარისხისაა, რაც გამოიხატება გადაღების ხარისხით და მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობების თამაშით. ეპიზოდების განმავლობაში, შესამჩნევია გამოძიების გარკვეული შეუსაბამობების მინიშნებები, რაც დასკვნით ნაწილს უფრო მეტად სასიამოვნოდ აქცევს, თუ მათ ამოცნობას შევძლებთ.

ზაფხულის დასასრული (Slutet på sommaren)
შემქნელები: ბიორნ კარლსტრომი და სტეფან სანბერგი
შვედეთი 2023 წელი

6 სერია, სერიის ხანგრძლივობა 50 წთ

75/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Michel Vaillant – Blind Driving

Michel Vaillant – Blind Driving

| ნაწყვეტი ლუი-პასკალ კუველერის ფილმიდან - 'Michel Vaillant'

შემდეგი
სამიზნე (Target)

სამიზნე (Target)

| რეალურ ამბავზე დაფუძნებული კორეული კრიმინალური ტრილერი მეორადი ნივთების

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share