რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჩემი სახელია კივან ლო (My Name is Loh Kiwan)

ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული კივან ლოს გზა თავისუფლებისკენ

2024 წლის ჰი-ჯინ კიმის სამხრეთ კორეული ფილმი “ჩემი სახელია კივან ლო” ჰე-ჯინ ჩოს ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. სიუჟეტური ხაზი კივან ლოს, ჩრდილოეთ კორეიდან ჩინეთში დედასთან ერთად გაქცეული ახალგაზრდის გარშემო ვითარდება. თუმცა, დედა-შვილი სიმშვიდეს ვერც ჩინეთში პოულობს, რადგან სამსახურში მომხდარი ინციდენტის გამო კივან ლოს პოლიციისგან დამალვა უწევს და ოჯახში ერთადერთი შემოსავლის წყარო დედაა, რომელიც მიმტანად მუშაობს. 

ფილმის დასაწყისში მუხლებზე დამხობილ კივან ლოს ვხედავთ, რომელიც ასფალტს სისხლისგან წმენდს, რაზეც ვფიქრობთ, რომ მას შეიძლება რაიმე დანაშაულში მიუძღვოდეს ბრალი და კვალს აქრობდეს. მოგვიანებით, სისხლიანი საფულე და ფულიც ამყარებს ჩვენს ეჭვს, თუმცა, მხოლოდ მეორე ნაწილში ვიგებთ კივან ლოს რეალურ ისტორიას. მისთვის ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი გზა ბელგიაში წასვლა და თავშესაფრის მიღებააა, სადაც დედისა და შვილის გზები იყოფა და მას ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე უწევს ჩინეთის დატოვება და ახალ ქვეყანაში წასვლა, სადაც არაფერი იცის იმ ცენტრის მისამართის გარდა, რომელშიც დახმარების თხოვნა შეუძლია. 

“ჩემი სახელია კივან ლო” მთავარ თემად ირჩევს ემიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს. დრო, სანამ კი ვან ლოს მეორე ინტერვიუს ჩაუნიშნავენ, ის პერიოდია, როცა მან თვითონ უნდა იზრუნოს თავის თავზე და სწორედ აქედან იწყება მისი გაჭირვება. კივან ლოს ღამის გათენება საზოგადოებრივ ტუალეტში უწევს, საკვებისთვის ბოთლებს აგროვებს და დღის უმეტეს ნაწილს შიმშილში ატარებს. მაშინ როცა ტუალეტში შესასვლელი ფულიც კი არ აქვს და არავინ არ ჩანს, რომ კარი გაუღოს, ქუჩაში ანთებულ ცეცხლს პოულობს, სადაც არასრულწლოვანთა ჯგუფი დაესხმება თავს, ფეხსაცმელს ართმევენ და წყალში უგდებენ. სწორედ ამ სცენას მივყავართ სამრეცხაომდე, რომელშიც სველი კივან ლო გასათბობად შედის, ეძინება და ძარცვავენ. მძარცველი გოგოა, რომელსაც კივანის მომავალი ცხოვრება უკავშირდება. 

მარი პროფესიონალი მსროლელია, რომელიც არალეგალურ შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას და კრიმინალური ისტორიის მქონე ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, რომელთაც თავს ვერ აღწევს. მას დედა არ ჰყავს და მამასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. “ჩემი სახელია კივან ლო” ევთანაზიის თემასაც ეხმაურება, მარის არ ესმის მამის, რომელიც ფიზიკურად დაუძლურებული დედის უკანასკნელ სურვილს ასრულებს და მის სიკვდილში მას ადანაშაულებს. 

კივან ლოსა და მარის ურთიერთობა სიმბიოტურია, ისინი ერთმანეთის საუკეთესო მხარეს ხედავენ და ეხმარებიან ცუდი ჩვევების მოშორებაში. მარის სიცოცხლე მუდმივად საფრთხეშია, რადგან მას არ ეკუთვნის და სხვები განაგებენ. კივან ლო ვერ ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ კორეიდანაა გამოქცეული, წარმომავლობას მხოლოდ სარგებლის მიღებისთვის არ იყენებს და ჩინეთში დეპორტაცია ემუქრება. ყველაფერი წყვილის ერთად ყოფნას ეწინააღმდეგება. 

ნარკოტიკების მოხმარება, ევთანაზია, ემიგრაცია, მშობლებთან ურთიერთობა, სიღარიბე და ჩაგვრა ის მთავარი თემებია, რაზეც “ჩემი სახელია კივან ლო” გვესაუბრება, თუმცა, ყველაზე მთავარია თავისუფლება.  “საბოლოოდ, მივხვდი, რომ ჩემი ერთადერთი სურვილი არ ყოფილა ის, რომ ერთ ქვეყანაში მეცხოვრა, არამედ მომეპოვებინა უფლება როცა მომინდებოდა დამეტოვებინა ის.” – ამბობს კივანი წერილში. თავისუფლებაა ის, რითაც ის და მარი ერთმანეთს ისევ შეხვდებიან. 

“ჩემი სახელია კივან ლოს” ნახვა 1-ლი მარტიდან შესაძლებელია ნეტფლიქსზე. 

რეჟისორი: Kim Hee Jin
სამხრეთ კორეა 2024წ.

ხანგრძლივობა: 2სთ 11წთ

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Midnight – Shot on iPhone 15 Pro

Midnight – Shot on iPhone 15 Pro

| ცნობილი იაპონელი რეჟისორი ტაკაში მიიკეს 19 წუთიანი ფილმი, რომელიც მთლიანად

შემდეგი
კოსმონავტი (Spaceman)

კოსმონავტი (Spaceman)

| მოგზაურობა ვარსკვლავების მიღმა და საკუთარ თავში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share