,,შერლოკის” ერთ-ერთი შემქმნელის- სტივენ მოფატის სცენარით შექმნილი კრიმინალური მინი-სერიალი.
კრიმინოლოგიის პროფესორი ჯეფერსონ გრიფი სრულიად მშვიდად ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. მას სიკვდილი აქვს მისჯილი მეუღლის მკვლელობისთვის და იგი ამას აღიარებს. სასამართლომ მისი ქმედებები შეაფასა, როგორც მკვლელობა და სასჯელიც უმაღლესი გამოუტანა, თუმცა სანამ მართლმსაჯულება იზეიმებს მასთან მოდის უამრავი ადამიანი, რომლებსაც ვერაფრით აუხსნიათ მის ცხოვრებაში მომხდარი რაღაც მოვლენები და პროფესორისგან ითხოვენ განმარტებას.
მეუფე ჰარიმ მთელი ცხოვრება წყნარ ინგლისურ ქალაქში, ეკლესიისა და ღვთის სამსახურში გაატარა. იგი პატრონობდა და წყალობდა, ეხმარებოდა უსახლკაროებს და ყოველთვის კეთილ რჩევას აძლევდა მის მრევლს, თუმცა ამან ყველაფერმა ვერ ააშორა მის პირად ჯოჯოხეთს და ახლა იგი მუხლმოყრილი ევედრება ქრისტეს იხსნას განსაცდელისგან.
მის ჯენისს ძალიან უყვარს თავისი სამსახური. იგი მათემატიკას ასწავლის და მზადაა მის მოწაფეებს გადასცეს ცოდნა, რაც მას ცხოვრებაში დაუგროვდა. იგი ვერ იტანს სოციალურ ქსელებს და ვერ იტანს ძალადობას, და ყოველთვის მზადაა უსამართლობის აღმოჩენისას ჩაგრულის მხარე დაიჭიროს და გამოექომაგოს. თუმცა მისი ეს თვისება ერთხელაც მის საწინააღმდეგოდ იმუშავებს და იგი სარდაფში ჩაკეტილი აღმოჩნდება.
ამ სამი განსხვავებული ადამიანის ბედი უცნაური საშუალებით ერთმანეთს დაუკავშირდება…