რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ფურიები (Furies)

პარიზის კრიმინალური მიწისქვეშეთის სამყარო (როგორც “The Table” ჯონ ვიკის ფილმებიდან), ექსტრავაგანტური ბოროტმოქმედები და სტუდენტი გოგონა შურისძიების გეგმით.

სერიალი იწყება პარიზის კადრით, წარწერით – “1999”. ქალი პარიკით, შედის რესტორანში, შემდეგ სამზარეულოში და იწყებს სროლას, კლავს თავის სამიზნეებს ისეთივე სიმარტივით, როგორც ‘shootout’ ვიდეო თამაშებში. შემდგომში გავიგებთ, ეს ქალი არის ფურია, რომელსაც ევალება, სიმშვიდის შენარჩუნება ექვს კრიმინალურ ოჯახს შორის, რომლებიც სინათლის ქალაქს (Ville lumière) მართავენ.

ლინა ელ არაბი სერიალიდან ‘Furies’

აწმყო დრო, ვხვდებით ლინას, ჩვეულებრივ სტუდენტს, მისი შეყვარებული პოლიციელია, ხოლო მისი მშობლები კრიმინალური სამყაროდან არიან. მამა კრიმინალური მიწისქვეშეთის ბუღალტერი და ფულის გამთეთრებელი. ლინას დაბადების დღე აქვს და მშობლებს სტუმრობს, სადღესასწაულო ტორტზე სანთლის ჩაქრობამდე კი სროლის ხმა ისმის და ლინას მამას ტყვია პირდაპირ კლავს. სისხლი ტორტში იღვრება, ლინა კი დედამისს უსაფრთხო ოთახში შეჰყავს. გოგო იძულებული ხდება გაუძლოს მამის მკვლელობის ხილვით გამოწვეულ მწუხარებასა და ტკივილს.

აღმოჩნდება რა პოლიციის განყოფილებაში, მას დაკითხვას დეტექტივი სახელად კეიტა ( Eye Haidara ) უწყობს. რომელიც მას ეუბნება რომ მამამისს თვალში და ხელში ესროლეს. “ ეს არ არის ჩვეულებრივი მკვლელობის შეკვეთა. ეს არის პიდაპირი მესიჯი ფურიასგან”. მაგრამ ლინას არ შეუძლია უთხრას პოლიციელს თუ ვინ ესროლა მამამისს. სამწუხაროდ, ლინა გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. მამამისის სიკვდილის ამბავი კი ჩაფარცხული ხდება. უმრავლესობა პოლიციის ოფიცრისათვის ეს არ არის ცუდი ამბავი, იმის გათვალისწინებით, რომ მათ აღარ მოუწევთ იდარდონ მის დანაშაულებრივ ქმედებებზე. ლინა სრულიად მარტო რჩება ანგარიშსწორების შანსის და სამართლიანობის აღდგენის გარეშე. იქ სადაც სცემენ და სასჯელაღსრულების ოფიცერი მას სექსუალურად ავიწროებს. თუმცა პარალელურად ვარჯიშობს იმისათვის , რომ საჭიროების შემთხვევაში სათანადო ძალა გამოიყენოს. მისთვის ცნობილია, რომ ფურია იყო ის, ვინც მამამის ესროლა, შესაბიმსად ლინას სურვილიც ციხიდან გამოსვლისთანავე, მისი პოვნაა.

ლინა ელ არაბი სერიალიდან ‘Furies’
მარინა ფოისი სერიალიდან ‘Furies’

5 თვის შემდეგ, ლინა ციხიდან გამოდის, თავს არიდებს ელის (შეყვარებულს), რომ არ გახლართოს მის გეგმებში და შეუქმნას საფრთხე. მოინახულებს დედამისს, ამითასს (Fatima Adoum) აღმოაჩენს, რომ მას აქვს ამნეზია და პირდაპირ შეუდგება საკუთარი შურისძიების გეგმის განხორციელებას.

ჟან-ივ არნოსა და იოან ლეგავეს სერიალი Furies, შექმნილია ისე რომ იყოს დამაინტრიგებელი თრილერი, რომელიც აგებულია შურისძიებაზე , განსაკუთრებით კი როგორც მართავს ფურიასა და ლინას ისტორიას. თუმცა სერიალის შინაარსი მარტივია. და არც ცდილობს იყოს იმაზე მეტი რაც არის – უბრალოდ საკმაოდ კარგი ექშენი, რომელიც მოგვითხრობს ამბავს, თუ როგორ აღწევს ქალი პარიზის კრიმინალურ მიწისქვეშეთის სამყაროში. სერიალი არ საჭიროებს სიღრმისეულ გაგებას და ადვილად მიჰყვები მოქმედებებს, სავსეა მრავალი ექსტრავაგანტური ბოროტმოქმედით და სტილიზებული კადრებით, რაც საბოლოო ჯამში საკმარისია სრული სეზონის ბოლომდე საყურებლად.

ფურიები (Furies)
შემქმნელი: ჟან-ივ არნო (Jean-Yves Arnaud), იოან ლეგავე (Yoann Legave)

ხანგრძლივობა: 8 სერია, თითოეულის ხანგრძლივობით 45 წუთი

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
დიუნი: ნაწილი ორი (Dune: Part Two)

დიუნი: ნაწილი ორი (Dune: Part Two)

| დაბრუნება არაკისზე: ეპიკური საგის გაგრძელება

შემდეგი
Midnight – Shot on iPhone 15 Pro

Midnight – Shot on iPhone 15 Pro

| ცნობილი იაპონელი რეჟისორი ტაკაში მიიკეს 19 წუთიანი ფილმი, რომელიც მთლიანად

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share