პაოლო სორენტინოს საოცარი კადრებით და პერსონაჟებით, სიცოცხლით სავსე ავტობიოგრაფიული ფილმი.
ახალგაზრდა ფაბიეტო სკიზეს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანების მოუსვენარ და მჩქეფარე ნეაპოლში ცხოვრობს, გარშემო არაჩვეულებრივი ხალხი ახვევია თავს: მოსიყვარულე მშობლები, რომლებიც შანსს არ უშვებენ რამეზე არ იშაყირონ, ნათესავები, რომლებიც აქტიურად განიხილავენ ერთმანეთის პირად ამბებს, დიდგვაროვანი და გულუბრყვილო მეზობლები, რომლებიც ფაქტიურად ოჯახის წევრებად ითვლებიან.
მთელი ნეაპოლი ელოდება ნახევრად დაუჯერებელი ოცნების ახდენას. უკვე კარგა ხანია ქალაქში მითქმა-მოთქმა არსებობს იმის თაობაზე, რომ ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა შეიძლება მარადონა იყიდოს. ეს პატარა ქალაქის ცხოვრებას კიდევ მეტად გააფერადებს და საოცარ ვნებებს შესძენს…
სერიალის პირველი ექვსი ეპიზოდი ,,თეთრი ვეფხვის” რეჟისორმა- რამინ ბაჰრანიმ გადაიღო. რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი (სამუელ ლ. ჯექსონი) მალევე ახერხებენ მაყურებლის ჩათრევას პთოლემეის ჩახლართულ გონებაში, სადაც ერთმანეთში ირევა რეალობა, ბავშვობის მოგონებები და წარსულის აჩრდილები.