ნაწყვეტი დენი ვილნუვის (Denis Villeneuve) 2021 წლის ფილმიდან ‘Dune’, ტიმოთი შალამეს (Timothée Chalamet), ოსკარ აიზეკისა (Oscar Isaac) და ჯოშ ბროლინის (Josh Brolin) მონაწილეობით.
‘Dune’ ფრენკ ჰერბერტის (Frank Herbert) იგივე სახელწოდების წიგნების ეკრანიზაციაა. ‘Dune’-ის რამოდენიმე ეკრანიზაცია არსებობს, მათ შორისაა დეივიდ ლინჩის (David Lynch) 1985 წლის ფილმი ‘Dune’ და გრეგ იატანისის (Greg Yaitanes) 2003 წლის მინი სერიალი ‘Children of Dune’.
1974 წელს ‘Dune’-ის ეკრანიაციაზე მუშაობდა ალეხანდრო ხოდოროვსკი (Alejandro Jodorowsky), რომელიც ცნობილია თავისი ეზოთერიკული, სიურეალისტური და შოკისმომგვრელი ფილმებითა და კომიქსებით. ამ ეკრანიზაციისთვის მუსიკალურ გაფორმებაზე ‘Pink Floyd’-ს უნდა ემუშავა. ხოდოროვსკის სცენარი იმდენად დიდი იყო, რომ ფილმის ხანგრძლივობა 14 საათს მიაღწევდა, ამასთან მას გადაწყვეტილი ჰქონდა, სხვა მიმართულებით წაეყვანა ფილმის შინაარსი და უფრო ფსიქოდელური სახე მიეცა მისთვის, თუმცა ფილმის ხოდოროვსკისეული ეკრანიზაცია არასაკმარისი დაფინანსების გამო ჩაიშალა.
2013 წელს ხოდოროვსკიმ გამოუშვა დოკუმენტური ფილმი ‘Jodorowsky’s Dune’ ფრენკ პავიჩის ‘Frank Pavich’ რეჟისორობით, სადაც ‘Dune’-ის თავისეულ ინტრეპრეტაციაზე საუბრობს.
ცნობილი ბრიტანელი მომღერლის სტინგის (Sting) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ‘Desert Rose’ სწორედ ‘Dune’-ის ინსპირაციითაა დაწერილი. სტინგი დეივიდ ლინჩის 1985 წლის ‘Dune’-ის ეკრანიზაციაში ფეიდ-რაუთას (Feyd-Rautha) როლს ასრულებს.