რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ნელი დინება (Drift)

ლიბერიელი ლტოლვილის ტრაგიკული ისტორია – წარსულის ტრავმებზე გამარჯვება

ანტონი ჩენის პირველი ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი Drift შექმნილია ალექსანდრე მაკსიკის რომანის “A Marker to Measure Drift”-ის მიხედვით. რეჟისორის დაინტერესება ე.წ. აუტსაიდერების მიმართ ახალი არ არის, მისი ყველა ფილმი თითქმის ამ თემას ეხება, სინგაპურელი რეჟისორი, რომელიც მუდმივად სხვადასხვა ქვეყენაში მოგზაურობდა და ცხოვრობდა ბრიტანეთში ამბობს, – “გამუდმებით ვცდილობ ამ კითხვასთან დაბრუნებას, “ვინ ვარ მე?” ამიტომაც მაინტერესებს ამბები მიგრაციებისა და აუტსაიდერების შესახებ.” ანტონი ჩენთან ყველა პერსონაჟი (“Ilo Ilo,” “Wet Season”) მისთვის უცხო გარემოსთან ადაპტაციას ცდილობს, რა დროსაც აუცილებლად ჩნდება სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც მისი თანამგზავრი ხდება. “მივხვდი, რომ ხანდახან ადამიანები, რომელთაც შენი ყველაზე კარგად ესმით შესაძლოა შენი ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები არ იყვნენ. ზოგჯერ ისინი ჩვენთვის უცნობი ადამიანები არიან.” 

Drift-ის დასაწყისში ვხედავთ მთავარი პერსონაჟის, ჟაკლინის (Cynthia Erivo) ნაფეხურებს ქვიშაში, რომელიც ღრმა კვალს ტოვებს, თუმცა ტალღის მოსვლისთანავე ქრება. ჟაკლინი არ ეკუთვნის ადგილს, მიწას, რომელზეც დადის, არ ვიცით საიდან მოვიდა და რა მიზნები აქვს, როგორ უნდა გადარჩეს ან ადაპტირდეს ახალ გარემოსთან, რომელსაც გაურბის. გარდა იმისა, რომ ჟაკლინი დაბნეული გამომეტყველებით, შიმშილისგან დასუსტებული დადის და თითქმის არასდროს ლაპარაკობს, სანაპიროზე არსებულ ისეთ ადგილზე ცხოვრობს, სადაც ადამიანები არ მიდიან, რეჟისორი არანაირ კომენტარს არ აკეთებს როგორ ან რატომ მოხვდა ის კონკრეტულად საბერძნეთში. “ისევე როგორც ყველა, თვითმფრინავით, ბორანით, გემით, იღბლით,” – პასუხობს სანაპიროზე მყოფ დამსვენებელს.

ჟაკლინის წარსულის შესახებ მისივე ფლეშბექებიდან ვიგებთ, რომლებიც უმეტესად წამიერია, თუმცა, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მასზე. ვარკვევთ, რომ ლონდონში ცხოვრობდა თავის შეყვარებულთან ერთად და ორი კვირით ლიბერიაში, თავის სამშობლოში დაბრუნდა. სახლის ეპიზოდებში თავიდან დასთან ერთად ჩნდება, ცეკვის ეპიზოდი რამდენიმეჯერ მეორდება ფილმში. მოგვიანებით ჟაკლინის ოჯახს ვეცნობით. მამამისი მინისტრია და ოჯახს ლიბერიის სამოქალაქო ომის პერიოდში უწევს ცხოვრება,  რაც მათ ტრაგიკულ ისტორიას განსაზღვრავს და საბოლოოდ ჟაკლინს თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გამოქცევა უწევს. Drift-ში თითქოს თანამედროვე პერიოდში მიმდინარეობს მოვლენები, თუმცა, ისტორიულად ლიბერიის მეორე სამოქალაქო ომი 2003 წელს მოხდა. რეჟისორი არ აკეთებს პოლიტიკურ კომენტარს და არ ვიცით ოჯახზე განხორციელებული თავდასხმა ვის მიერ ხორციელდება. ჟაკლინი ამბობს, რომ “ბავშვები იყვნენ და ყველაფერს, როგორც თამაშს ისე უყურებდნენ, ამიტომაც იყვნენ ასეთი დაუნდობლები.”

ფილმის უარყოფით მხარედ სწორედ ეს გაურკვევლობები შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამბავს ჟაკლინის თვალით ვუყურებთ მოგონებების სახით და მის მოთხრობილს ვისმენთ, ამიტომ გვაქვს სიცარიელე, რადგან მომდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჟაკლინი იმდენად ტრავმირებულია, სხვების ნდობა უჭირს, შესაბამისად მთავარი პერსონაჟი მაყურებელთანაც გაუცხოებულია. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც ჟაკლინი ალაპარაკდება შემთხვევით გაცნობილი ამერიკელი გიდია. კალი სწორედ ისეთი ადამიანია, როგორებიც ანტონი ჩენთან ყოველთვის არსაიდან ჩნდებიან და მთავარი პერსონაჟების ცხოვრებას ცვლიან. “ზოგჯერ სრულიად უცხო ადამიანები არიან ისინი, ვისაც გულის სიღრმეში შეიძლება თქვენნაირი ტრავმები და ჭრილობები ჰქონდეთ და წარსულის გამოცდილების ტკივილი და მელანქოლია გაიზიარონ, რითაც უფრო მეტად ახლობლები ხდებიან თქვენთვის,” – ამბობს რეჟისორი.

საბოლოოდ Drift ტრავმების დაძლევაზე, საკუთარ წარსულთან შეგუებასა და ადამიანების ნდობის თავიდან სწავლაზეა. ფილმის პრემიერა 2023 წელს სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. 

ნელი დინება (Drift)
შემქნელი: ენტონი ჩენი
2023წ. (დიდი ბრიტანეთი)

ხანგრძლივობა: 1 საათი 35 წუთი

71/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
რიპლი (Ripley)

რიპლი (Ripley)

| იგივე ამბავი, შავ-თეთრი კინემატოგრაფიის ესთეტიკური შედევრი “The Night Of”-ის

შემდეგი
ომენი: დასაწყისი (The First Omen)

ომენი: დასაწყისი (The First Omen)

| ანტიქრისტეს დაბადების საწყისები არკაშა სტივენსონის ახალ საშინელებათა ფილმში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share