რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ქალი კედელში (The woman in the wall)

სულისშემძვრელი სიმართლე ირლანდიის ისტორიის ბნელ პერიოდზე – მკვლელობის გამოძიება, თრილერი გოთიკური ელემენტებით

სერიალი შექმნილია 2019 წლის ფილმით “Calm with Horses” ბაფტაზე ნომინირებული ჯო მართას (Joe Murtagh) მიერ. BBC-ის ექვსნაწილიანი დრამა მიმდინარეობს კილნიკურში, ირლანდიაში და დაფუძნებულია იმ ადამიანების გამოცდილებაზე, რომლებიც ოჯახის წევრებმა, ძირითადად ადგილობრივი მღვდლის წახალისებით (მოთხოვნით) მაგდალინის სამრეცხაოებში ან ორსულობის შემთხვევაში ბავშვთა და დედათა სახლებში გაგზავნეს. მე-18 საუკუნიდან გვიანი 1990-იანების პერიოდამდე დაწესებულებებს კათოლიკური ეკლესია მართავდა და განკუთვნილი იყო თავიდან სექს მუშაკებისთვის, მოგვიანებით კი “უწესო ქალებისთვის.” ქალებს არაანაზღაურებად მუშახელად იყენებდნენ სამრეცხაოში არსებული სამუშაოსთვის. აღსანიშნავია, რომ მაგდალინის სამრეცხაოების ისტორია ასევე გამოყენებულია სტივენ ფრირსის (Stephen Frears) ოსკარზე ნომინირებულ 2013 წლის ფილმში “Pilomena.”

პირველი ეპიზოდი იხსნება სცენით, რომელშიც ღამის პერანგში ჩაცმული ქალი შუა ქუჩაში ძროხებითაა გარშემორტყმული. ცხადია, ქალი, ლორნა ბრედი (რუთ ვილსონი – Luther, The Affair) მთვარეულია, იტანჯება წარსულის ფლეშბექებით და საკუთარი გამოცდილებების მძიმე ტვირთს ატარებს. ის იმ უიღბლო ადამიანთაგან ერთ-ერთია, ვინც კათოლიკურ ეკლესიას შეეწირა მსხვერპლად. სხვა ახალგაზრდა დედების მსგავსად მონაზვნებმა ისიც დააშორეს შვილს და ამის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია მის შესახებ. სახლში დაბრუნებული ლორნა შოკირბეულია, როდესაც იესოს პორტრეტში გარჭობილ დანას ხედავს, რომელმაც სავარაუდოდ მილი დააზიანა და მოშორებისთანავე ნახვრეტიდან წყალი გადმოდის. უცნაური დილის მიუხედავად, იგი დღეს ჩვეულებისამებრ აგრძელებს, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. უსიამოვნო გაჟონვასთან გამკლავების შემდეგ სამსახურში მიდის, სადაც მკერავად მუშაობს. მოგვიანებით უცნობი ქალისგან დატოვებულ ბარათს პოულობს, რომელშიც წერია: “ვიცი რა დაემართა შენს შვილს.” შეტყობინებას უკანა მხარეს ტელეფონის ნომერი ახლავს, თუმცა მასზე არავინ პასუხობს. მოგვიანებით აღნიშნული ნომრიდან მესიჯს იღებს, რომ მას ღამით პაბში შეხვდებიან. პაბში მისული ლორნა, რომელიც სვამს, დიდხანს იცდის, თუმცა, არანაირი ნიშანი არ ჩანს იქამდე, სანამ ძველ ნაცნობს არ გადაეკვეთება სკოლიდან. უკვე საკმაოდ არაფხიზელი ლორნა მას ვერ ცნობს, მის ჩვულებრივ შენიშვნას (აღნიშვნას) არასწორად იგებს და თავს ესხმის. მეორე დღეს ლორნა, რომელსაც არაფერი არ ახსოვს წინა ღამის შესახებ თავის საწოლში იღვიძებს და  ქვედა სართულზე ძირს დაგდებულ ქალის მკვდარ სხეულს ხედავს. გვამს მისაღები ოთახის კედელში მარხავს და ამ ამბის გამოძიებას იწყებს. ვინ იყო ის, ადამიანი, რომელმაც შეტყობინება დაუტოვა? ყოფილი მონაზონი?

ვიცი რა დაემართა შენს შვილს.

დუბლინში, დეტექტივი კოლმან აკანდი (Daryl McCormack) თავისი ბავშვობის მღვდლის, მამა პერსი შიშანის (Stephen Brennan) მკვლელობას იძიებს. გამოძიებას ის კილნიკურთან და იმ მონასტერთან მიჰყავს, სადაც მარტოხელა დედებს ამწყვევდნენ. ეს სწორედ ის ბავშვთა და დედათა სახლია, რომელშიც 15 წლის ორსული ლორნა ძალით მიიყვანეს. 

ამ ორი მკვლელობის გამოძიება იმდენად იხლართება, რომ მოვლენებმა დამაჯერებლობა არ დაკარგონ. სერიალი საინტერესო თრილერია, სადაც ლორნა და კოლმანი, ერთი მღვდლის მკვლელობის, მეორე კი სახლში აღმოჩენილი მკვდარი ქალის ამბის გამოძიების განსხვავებულ მხარეს დგანან. კომბინაცია, რომელსაც ერთი მხრივ მკვლელობის გამოძიება, მეორე მხრივ კი კათოლიკური დაწესებულების სასამართლო წარმოადგენს, გოთიკურ ელემენტებთან და რუთ ვილსონის შესანიშნავ შესრულებასთან ერთად ამბავს მეტ ინტენსიურობას მატებს და დასაწყისიდან ბოლომდე მაყურებელი ჩართულობას ინარჩუნებს. 

შემქნელი: ჯო მართა (Joe Murtagh)
დიდი ბრიტანეთი 2024 წ.

6 სერია, თითოეულის ხანგრძლივობით 55 წთ

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
სრულყოფილი დღეები (Perfect Days)

სრულყოფილი დღეები (Perfect Days)

| პასუხი კითხვაზე, როგორ იქცევა ჩვეულებრივი დღეები სრულყოფილ დღეებად

შემდეგი
დიუნი: ნაწილი ორი (Dune: Part Two)

დიუნი: ნაწილი ორი (Dune: Part Two)

| დაბრუნება არაკისზე: ეპიკური საგის გაგრძელება

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share