​​ოთხი სეზონი (The Four Seasons) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

​​ოთხი სეზონი (The Four Seasons)

თინა ფეის “ოთხი სეზონი”, 1981 წლის ალან ალდას ამავე სახელწოდების ფილმის ადაპტაცია (სადაც პირველ ეპიზოდში თავად ალდაც ჩნდება კამეო როლში).

სერიალი სტივ კარელისა და კოლმან დომინგოს გამორჩეული შესრულებით მოგვითხრობს ქორწინების, ასაკში შესვლის და შუახნის კრიზისების შესახებ.

თბილი და გულითადი 8-ეპიზოდიანი ტელეკომედია მიჰყვება სამ წყვილს – კეიტი (ტინა ფეი) და ჯეკი (უილ ფორტე), ნიკი (სტივ კარელი) და ენი (კერი კენი-სილვერი) და დენი (დომინგო) და კლოდი (მარკო კალვანი), რომლებიც კოლეჯის დროიდან მეგობრობენ და წელიწადში ოთხჯერ ერთად მიემგზავრებიან დასასვენებლად, როგორც სერიალის სათაური “ოთხი სეზონი” მიანიშნებს. პირველ არდადეგებზე (1 და 2 ეპიზოდები) ექვსი დიდი ხნის მეგობარი ყოველწლიური საგაზაფხულო მოგზაურობისთვის იკრიბება, მაგრამ მათი დასვენება მაშინ ირღვევა, როდესაც ნიკი აცხადებს, რომ აპირებს ცოლს – ენს, გაეყაროს. ენი კი, როგორც ჩანს, ნეტარ უმეცრებაში მყოფი, ფარულად გეგმავს საქორწინო ფიცის განახლების ცერემონიას, მაშინ, როდესაც მისი მეგობრები სასტიკად კამათობენ იმაზე, უნდა გააფრთხილონ თუ არა ის ნიკის განზრახვების შესახებ.

პერსონაჟები გასართობნი და დროის გასატარებლად ღირებულნი არიან. სერიალი არ არის ხმამაღალი სიცილის მომგვრელი, მაგრამ სავსეა სახალისო დიალოგებით, რომლებიც შუახნის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება. თავის კომედიასა და დრამაში ის გადმოსცემს ცხოვრების მიმართ თბილ და დაღლილ, მაგრამ მაინც მოსიყვარულე დამოკიდებულებას.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი მაინც შედგება გარკვეული კლიშეებისგან, რომლებიც არაერთხელ გვინახავს შუახნის კრიზისებისა და ქორწინებაზე მათი გავლენის შესახებ სხვდასხვა ფილმებსა თუ მოთხრობებში, სერიალი იწვევს სიცილს და მშვენიერი ადგილებითა და ტემპით, რომელიც არასდროსაა ზედმეტად ინტენსიური, 8 ნახევარსაათიან ეპიზოდს ერთი ამოსუნთქვით სანახავ ნამუშევრად აქცევს.

“ოთხი სეზონი” არის ამერიკული კომედიურ-დრამატული მინისერიალი, რომელიც შექმნეს ტინა ფეიმ, ლენგ ფიშერმა და ტრეისი ვიგფილდმა Netflix-ისთვის. მისი პრემიერა Netflix-ზე 2025 წლის 1 მაისს შედგა.

ოთხი სეზონი (The Four Seasons)
აშშ 2025 წელი
შემქმნელები: თინა ფეი, ლანგ ფიშერი და ტრეისი უიგფილდი


ხანგრძლივობა: 8 ეპიზოდი – ეპიზოდი 27–35 წუთი

Total
0
Shares
წინა
The Eternaut

The Eternaut

| სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისცნობილი  კომიქსის ადაპტაცია, არგენტინული

შემდეგი
Arcade Fire – Pink Elephant

Arcade Fire – Pink Elephant

Arcade Fire-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი Pink Elephant გამოვიდა 2025 წლის 9 მაისს

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share