საინტერესო დეტექტიური სერიალი “არავის უთხრა” – ს ავტორისგან, ჰარლან კობენისგან.
სიუჟეტი ფოკუსირებულია ახალგაზრდა ქვრივ მაია სტერნზე (მიშელ კიგენი), ყოფილ სამხედროზე, რომელიც მის დაღუპულ ქმარს დასტირის. მისი მეუღლე, ჯო (რიჩარდ არმიტეჯი) მაიას თვალწინ მოკლეს. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ამ მკვლელობას რამდენიმე თვით ადრე წინ უძღოდა მისი დის გამოუძიებელი მკვლელობა. მაიას ახლო მეგობარი დარდის შესამსუბუქებლად მას კამერა ჩამონტაჟებულ ციფრულ ჩარჩოს ჩუქნის, რომელსაც გარდა ფოტო კოლაჟის ჩვენებისა, ფარული გადაღების ფუნქციაც აქვს და მისი საშუალებით მაიას შეუძლია მის პატარა ქალიშვილს თვალყური ადევნოს საბავშვო ოთახში. ერთხელაც ჩანაწერის ნახვის დროს იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვის ოთახს ჯო სტუმრობს. შოკირებული გმირი გადაწყვიტავს გაარკვიოს რა ხდება მის თავს: სახლს ქმრის მოჩვენება სტუმრობს თუ ვიღაც ბოროტად ეხუმრება…
სერიალი ჰარლან კობენის ( მისი წიგნების სიაში ცნობილი ფილმები და სერიალებია: “Ne le dis à personne“, “The Stranger”, “The Five“) დეტექტივის მიხედვითაა გადაღებული, მხოლოდ მოქმედება ამერიკიდან ბრიტანეთშია გადატანილი. მისი რომანების გმირები ხშირად წარსულზე ჩამოკიდებული, მწუხარება განცდილი ადამიანებია, რომლებიც რაღაც შემთხვევის წყალობით წარსულში გადამხდარი ისტორიების სულ სხვა ვერსიებს აწყდებიან და მათი გამოსწორების შანსი ეძლევათ.