შვედური, ერთი შეხედვით უწყინარი დღესასწაულის სტუმრები ძირძველი რიტუალის მსხვერპლნი შეიქმნებიან..
ცივილური სამყაროსგან მოწყვეტილ იდილიურ შვედურ კომუნაში ზაფხულის ყველაზე გრძელი დღის აღსანიშნავად ემზადებიან. ამ დღესასწაულზე ჩვეულებისამებრ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების რიტუალები ტარდება
და ამერიკელი სტუდენტი ანთროპოლოგების ჯგუფიც სწორედ ამ რიტუალების სანახავად და აღსაწერად ჩამოდიან. უკვე ჩამოსვლიდან მცირე ხანში მეგობრები არკვევენ, რომ ადგილობრივი წეს-ჩვეულებები არც ისე უხიფათოა სიცოცხლისათვის.
არი ასტერის ჰორორი ფოლკლორზე და მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენაზე – მზებუდობაზეა დაფუძნებული . ზაფხულის მზებუდობა არის პერიოდი, როცა წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამეა. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი დღე არ არის კალენდარში, არამედ არის დრო, როდესაც მთელი ბუნების ენერგია იღვიძებს, რომელსაც ადამიანის ენერგეტიკის განახლება შეუძლია. მასთან დაკავშირებული დღესასწაული ყველა ხალხის კულტურაში (მითუმეტეს ვიკინგების) მისტიური ელემენტებითაა შეფუთულ-შემოსილი, რაც რეჟისორმა კარგად შეისწავლა გადაღებების დაწყებამდე და თან პირადი განცდებიც დაურთო, რომელიც საყვარელ ადამიანთან განშორებისას განიცადა.