ციხიდან გაქცევაზე არაერთი ფილმია გადაღებული. რა შეიძლებოდა თითქოს ახალი გადაეღო რეჟისორს არატრივიალური, რომელიც მაყურებელს დააინტერესებდა, მაგრამ ფილმი პირველი წუთებიდანვე გვითრევს ციხის სასტიკ სამყაროში და ოთხ კედლს შუა გვამწყვდევს, საიდანაც ხსნა ფილმის გმირებთან ერთად მოგვიწევს.
ფრენკ პერი სამუდამო სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის ციხეში. ფილმის გმირი არ ეგუება ბედს და მის ,,თავში” გაქცევის გეგმა მწიფდება. რა თქმა უნდა ამ გეგმის განხორციელებას თანამზრახველები სჭირდება. მის თანასაკნელებს ერთმანეთში იდეალური ურთიერთობა არა აქვთ, მაგრამ საერთო მიზნის – თავისუფლებისთვის ბევრ წყენას დაივიწყებს და ბევრ რამეს შეძლებს ადამიანი.
რეჟისორმა და სცენარისტმა რუპერტ უაითმა ფრენკ პერის როლი სპეციალურად ბრაიან კოკსისთვის (ჯეინ დოუს გაკვეთა) დაწერა, რადგან კოკსმა ერთხელ უკვე უარი უთხრა მის მიერ შემოთავაზებულ მეორეხარისხოვან როლზე და დაპირდა თანხმობას მოლოდ იმ სცენარზე, სადაც მთავარ როლში მხოლოდ ის იქნებოდა. რეჟისორი ასეც მოიქცა.