რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ერთი დღე (One Day)

2011 წლის ფილმის “ერთი დღის” ნეტფლიქსის რიმეიქი – ემასა და დექსტერის წყვილის ახალი სიცოცხლე

ნეტფლიქსის ახალი სერიალი “ერთი დღე” დევიდ ნიკოლსის ამავე სახელწოდების რომანისა და 2011 წლის ფილმის რიმეიქია ენ ჰეთევეისა და ჯიმ სტარჯესის მონაწილეობით. სერიალი ემა მორლისა (ამბიკა მოდი) და დექსტერ მეიჰიუს (ლეო ვუდოლი) 20 წლიან ურთიერთობას მოიცავს, რა დროშიც წყვილი ჯერ მეგობრებად ყალიბდება, მოგვიანებით კი ბოლო რამდენიმე წელიწადში ერთმანეთის პარტნიორები ხდებიან. დევიდ ნიკოლსი სერიალზე საუბრისას ამბობს: “ფილმის შემთხვევაში მათემატიკა ამგვარად მუშაობს, 20 წლის დასაფარად ყოველ წელს მხოლოდ 6 წუთი გაქვს. სერიალში კი სულ სხვა რამ ხდება.” ნიკოლ ტეილორის სერიალით დაინტერესება სწორედ მისმა ქრონომეტრაჟმა განაპირობა, ემასა და დექსტერის წყვილი მისი აზრით მეტ დროს იმსახურებდა. 

სერიალის თითოეული ეპიზოდი წყვილის ცხოვრებიდან ერთ დღეს აღწერს, რომელიც 1988 წელს გამოსაშვები საღამოთი იწყება, სადაც ისინი შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს და ღამეს ერთად ატარებენ, რომელიც დექსტერისთვის უჩვეულოა, რადგან სტანდარტულ ერთღამიან ურთიერთობას არ ჰგავს. ფილმისგან განსხვავებით ემა (ამბიკა მოდი) შედარებით თავშეკავებულია და სექსუალური მიზიდულობა, რომელიც დასაწყისიდანვე აშკარაა, სერიალში თითქოს მისი უინიციატივობიდან გამომდინარე დაფარულია, ამიტომ დექსტერი და ემა კარგი მეგობრები ხდებიან. თუმცა მაყურებლისთვის მათი წყვილი ბევრად მეტს ნიშნავს და ყოველ ეპიზოდში გულშემატკივრობ და ელოდები როდის და ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯებს. 

ლეო ვუდოლი და ამბიკა მოდი სერიალიდან ‘One Day’

ნეტფლიქსის “ერთი დღე” გამორჩეულია მსახიობების მრავალფეროვნებითაც, ემა ინდური წარმოშობის ბრიტანელია, მისი საუკეთესო მეგობარი ტილი ფერადკანიანია, პერსონაჟები ერთმანეთს არ ჰგვანან. ემა და დექსტერიც სრულიად განსხვავებულები არიან წარმომავლობით, სოციალური სტატუსით, ტემპერამენტით, თითქოს არაფერი აქვთ საერთო და ამიტომაც სჭირდება მათ წყვილს ბევრი წელი იმისთვის, რომ შედგეს, თუმცა, მათი ურთიერთობა სწორედ ამის მაგალითია, რამდენად კარგად შეიძლება ეწყობოდნენ სრულიად განსხვავებული ადამიანები. 

ემასა და დექსტერის პერსონაჟების ჩამოყალიბების დროს მნიშვნელოვანია მსახიობების უნარი შექმნან ისეთინ სახეები, რომლებთანაც მაყურებლებს თანაგანცდა ექნებათ. ემა მომნუსხველი ქალია, კარგი იუმორით, ჭკვიანი და მშრომელი, თუმცა, თითქოს მას თანამედროვე სამყაროსთან ინტეგრაცია უჭირს, მის მწერლად ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდება, რის პარალელურადაც მასწავლებლად უწევს მუშაობა. ამის საპირისპიროდ დექსტერს თითქოს ყველაფერი აქვს, გარეგნობა, ოჯახი, რომელიც ხელს უწყობს, გარემო, სადაც ხვდება და მის კარიერას განსაზღვრავს, მაგრამ მისი ცხოვრება ტრაგიკულია. ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება, პრობლემები მშობლებთან, არასტაბილური სასიყვარულო ურთიერთობები და მოგვიანებით ცოლი, რომელიც მისი მატერიალური შესაძლებლობებით უკმაყოფილოა და მუდმივი კონფლიქტი აქვთ. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა დექსტერი და ემა ერთმანეთს ძვირადღირებულ რესტორანში ხვდებიან, დამშვიდობების დროს, რაც ჩხუბით მთავრდება, მთავარ მიზეზად ემა დექსტერის მუდმივ არაფხიზელ მდგომარეობას ასახელებს და მის ისეთ ადამიანად ჩამოყალიბებას, რომელიც არ არის. 

ფილმისგან განსხვავებით სერიალი მხოლო ემასა და დექსტერზე არ კონცენტრირდება და ქრონომეტრაჟი სხვა პერსონაჟებსაც კარგად გვაცნობს. ტილის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს არამარტო სერიალისთვის, არამედ წყვილისთვის, რადგან მათი შერიგება სწორედ ტილის ქორწილში ხდება. სერიალი ასევე დიდ დროს უთმობს ემას შეყვარებულის იანისა და დექსტერის ცოლის სილვის გაცნობას. საბოლოოდ პერსონაჟები ემასა და დექსტერის გარშემო ერთიანდებიან, თუმცა, სერიალს მეტად მრავალფეროვანს ხდიან.

ემასა და დექსტერის ურთიერთობას ყოველთვის რაღაც უშლის ხელს, ზოგჯერ ემას მეტწილად დისტანციაში მყოფი მდგომარეობა, დექსტერის არასერიოზული დამოკიდებულება, რაც ემასთვის მიუღებელია, ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრების სტილი, გადაწყვეტილებები და ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. ფინალიც შესაბამისია, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი საბოლოოდ მიხვდება, რომ ერთმანეთი უყვართ, დიდხანს ვერ ახერხებენ ერთად ცხოვრებას. ნიკოლ ტეილორი ამბობს, “მახსოვს მეტროში ვიყავი, როცა წიგნის ამ გვერდამდე მივედი, [გულისხმობს ფინალურ ეპიზოდს] ამ დროს გინდა, რომ წიგნი აიღო და ფანჯრიდან მოისროლო. გამანადგურებელია. თუმცა, ვიფიქრე, სწორი იქნებოდა, რომ ეს არჩევანი თავიდან გამემეორებინა წიგნის ადაპტაციაში, რადგან ის ამ ისტორიის ნაწილია.”

მახსოვს მეტროში ვიყავი, როცა წიგნის ამ გვერდამდე მივედი, ამ დროს გინდა, რომ წიგნი აიღო და ფანჯრიდან მოისროლო. გამანადგურებელია. თუმცა, ვიფიქრე, სწორი იქნებოდა, რომ ეს არჩევანი თავიდან გამემეორებინა წიგნის ადაპტაციაში, რადგან ის ამ ისტორიის ნაწილია.

ნიკოლ ტეილორი
ლეო ვუდოლი და ამბიკა მოდი სერიალიდან ‘One Day’

მთლიანობაში, ნეტფლიქსის 16 სერიიანი შოუ ორი ადამიანის ურთიერთობის ყველა სტადიას გადის, მეგობრობას, ტოქსიკურ ურთიერთობასა და გულწრფელ სიყვარულს და იმ სიცარიელეს ავსებს, რასაც 2011 წლის ფილმი ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე ტოვებს. 

ერთი დღე (One Day)
შემქმნელი: ნიკოლ ტეილორი (Nicole Taylor)

ხანგრძლივობა: 14 ეპიზოდი 24 წუთი ხანგრძლივობით

77/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Waxahatchee – Right Back to It

Waxahatchee – Right Back to It

| Album: Tigers Blood

შემდეგი
Blu DeTiger – Latency

Blu DeTiger – Latency

| Album: All I Ever Want Is Everything

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share