ოთხი მეგობარი: ისტორიის პროფესორი, ფსიქოლოგი, ეკონომისტი და ფიზკულტურის მასწავლებელი გადაწყვიტავენ შეამოწმონ ფინ სკერდერუდის სამეცნიერო თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანს დაბადებიდან სისხლში ალკოჰოლის დეფიციტი აქვს და ბედნიერებისთვის აუცილებელია ცოტა არა ფხიზელი იყო. დილით ერთი ჭიქა ღვინო, სადილზე კათხა ლუდი, საღამოს ვისკი..
ისინი ცდილობენ ცხოვრების სიძნელეებს ალკოჰოლის საშუალებით გაუმკლავდნენ და სამსახურში თუ სახლში წარმოქმნილ პრობლემებს გრადუსი დაუპირისპირონ, თუმცა ამ მეტისმეტად თამამ ექსპერიმენტში რთულია ოქროს ბალანსი შეინარჩუნო და ბედთან თამაშში ზღვარს არ გადახვიდე. დანიელი რეჟისორის თომას ვინტენბერგის უნიკალური ალკოჰოლური შედევრი, რომლის გმირები, უბრალო ადამიანები ცდილობენ უბრალოდ იცხოვრონ, უბრალოდ იმეგობრონ და უბრალოდ უყვარდეთ.. და ეს ყველაფერი თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილის და მძლავრი მხეცის, ალკოჰოლის ფონზე.