2013 წლის საუკეთესო კომპიუტერული თამაშის მიხედვით გადაღებული სერიალი.
2023 წელი. ვირუსი. პანდემიის აფეთქება. მისი დამანგრეველი შედეგები. ნორმალური ცხოვრება ბოლო წუთებს ითვლის. კარანტინისთვის შექმნილ ზონებში ადამიანები ცდილობენ იცხოვრონ.
ბრძოლაში გამოწრთობილი ჯოელი და მოზარდი გოგონა ელი იძულებულნი არიან გაერთიანდნენ და ერთმანეთს დაეხმარონ პოსტ-აპოკალიპტური ამერიკის ნანგრევებში თავის გადასარჩენად.
სერიალი ცნობილი სტუდია ,,Naughty Dog”-ის იგივე სახელწოდების საკულტო თამაშის ბაზაზეა გადაღებული, რომელმაც შეძლო და თამაშში არსებული ატმოსფერო (ნაწილობრივ ექშენიც) შეინარჩუნა, რაც ძალზედ იშვიათია ამგვარ პროექტებში.
იგი საინტერესო იქნება იმათთვისაც კი, ვისთვისაც უკვე ცნობილია მთელი ისტორია თამაშიდან. თამაშისგან განსხვავებით, სერიალში (გარდა ახალი მეორეხარისხოვანი პერსონაჟებისა) დამატებულია საინტერესო სიუჟეტური გადახვევებიც, რაც უფრო მეტ შანსს გვაძლევს ახლოს გავიცნოთ მთავარი გმირები.
ძლიერი ქასთის გარდა (პედრო პასკალი, ბელა რემზი, გაბრიელ ლუნა) აღსანიშნავია
ორიგინალური საუნდტრეკიც- ტრეკები ავთენტურად ერგება პოსტ-აპოკალიპტური სამყაროს ატმოსფეროს. შემქმნელები და სცენარისტები – გრეიგ მაზინი(სერიალი ,,ჩერნობილი”) და ნილ დრაკმანია, რომელიც ორიგინალური თამაშის კრეატიული დირექტორიცაა.