ბრიტანული კრიმინალური დრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნოთინგემშირში მომხდარი ორი რეალური მკვლელობა მეშახტეების საზოგადოებაში.
ორი სასტიკი მკვლელობა ორი კვირის შუალედით პატარა დასახლების საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფს და ერთმანეთს უპირისპირებს.
გამოძიება, რომელიც ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანად ითვლება, ყურადღების ცენტრში ექცევა. საქმე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მთელი ქვეყნისათვის, რადგან რამე თუ ისე არ წავიდა გამოძიების პროცესში, შეიძლება ეს ყველაფერი ისტორიულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.