ჩემი სახელი (My Name) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჩემი სახელი (My Name)

კორეული სისხლიანი მინი-სერიალი შურისმაძიებელ გოგონაზე, რომელსაც პოლიციის რიგებში ფარულად შეაგზავნიან.

17 წლის უფროსკლასელი იუნ ჯი იუ მის დაბადების დღეს ძალიან მოწყენილად ხვდება. მას ამისთვის მიზეზები უხვად აქვს: მამის კრიმინალური წარსულის გამო პოლიცია უთვალთვალებს, თანაკლასელები აწუხებენ, მასწავლებლები ითვალწუნებენ, მამამისი კი დიდი ხანია თვალითაც არ უნახავს. როცა იგი როგორც იქნა გამოჩნდება, მას შვილის თვალწინ კლავენ. დარდისგან შეშლილი იუნ ჯი მიენდობა მამამისის კრიმინალ პარტნიორს, რომელიც პირდება მკვლელებზე შურისძიებას. ამისათვის მან მომზადება უნდა გაიაროს და პოლიციელების რიგებში ფარულად შეაღწიოს სხვა სახელითა და გვარით…

კორეული სერიალი ტრადიციულად უხვ სისხლიანი კრიმინალური სიუჟეტით, რომლის გახსნა საკმაოდ კანონზომიერია: სწორი კორეული კინო არ შეიძლება კეთილად, სისხლისღვრის გარეშე დამთავრდეს და ტოვებს რა მაყურებელს ლირიკული გადახვევების იმედების გარეშე, იგი გაცილებით უფრო წრფელი და ნაღდია.

ჩემი სახელი (My Name)
შემქმნელი: ბა-და კიმი
2021წ. (სამხრეთ კორეა)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
რამოდენიმე დღით (I onde dager)

რამოდენიმე დღით (I onde dager)

კოლორიტული პერსონაჟებით, ორლულიანი თოფებით და მასში შავი იუმორით გატენილი

შემდეგი
ეზოში გამავალი ფანჯარა (Rear Window)

ეზოში გამავალი ფანჯარა (Rear Window)

ალფრედ ჰიჩკოკის სტილისტიკურად გამორჩეული ვუაერისტული თრილერი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share