თხუთმეტით ნული (Fifteen-Love) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

თხუთმეტით ნული (Fifteen-Love)

ძალადობის ანატომია და მისი დეტალური კვლევა ბრიტანულ ფსიქოლოგიურ-კრიმინალურ დრამაში.

ჯასტინ პირსი ჩოგბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელსაც მთელი კარიერა წინ აქვს. მისი ოცნება დიდი სლემის ყველა ტურნირის მოგებაა. იგი საფრანგეთის ღია ჩემპიონატისთვის ემზადება თავის მწვრთნელთან, გლემ ლეპტორნთან ერთად და თავს არ ზოგავს. უეცარი ტრამვა ხაზს გადაუსვამს მის გეგმებს და სპორტის გარეთ ტოვებს. 5 წლის შემდეგ გოგონა თერაპევტად მუშაობს მის ყოფილ აკადემიაში და როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად თითქოს თავს კარგად გრძნობს. მოულოდნელად ჯასტინს სარჩელი შეაქვს მისი ყოფილი მწვრთნელის წინააღმდეგ…

Ella Lily Hyland and Aidan Turner in ‘Fifteen-Love’

Amazon Prime Video-ს დრამა გარდა გმირებს შორის კონფლიქტის მიზეზის კვლევისა, იმ კოლოსალურ დატვირთებს, უფლებამოსილებებს, მწვრთნელებსა და აღსაზრდელებს შორის ნდობას, სპორტულ ჟინს და გატაცებას ეხება, რომელიც დიდი სპორტისთვისაა დამახასიათებელი.
სერიალის სცენარისტი ჰანია ელკინგტონია, რეჟისორები კი ევა რაილი და ტობი მაკდონალდი, რომელთა მოკლემეტრაჟიან ფილმებს სხვადასხვა დროს ევროპის პრესტიჟულ კინოფესტივალებზე სხვადასხვა ნომინაცია და პრემიები აქვთ მოპოვებული.

თხუთმეტით ნული (Fifteen-Love)
შემქმნელი: ჰანია ელკინგტონი
2023წ. (დიდი ბრიტანეთი)

Total
0
Shares
წინა
Cautious Clay, Joshua Karpeh – Ohio

Cautious Clay, Joshua Karpeh – Ohio

| Album: KARPEH

შემდეგი
Jungle – Back On 74

Jungle – Back On 74

| Album: Volcano

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share