ფსიქოლოგიური თრილერის მოქმედება ერთ ოთახში ვითარდება, სადაც ფსიქოთერაპევტი მანიაკის ტყვეობაში ცდილობს თავისი და სხვების სიცოცხლის გადარჩენას.
საშუალო ხნის, ჭაღარა მამაკაცი სათვალეებში, მისთვის უცხო ადგილას იღვიძებს. როცა საწოლიდან წამოდგება, აღმოაჩენს რომ იგი რკინის ჯაჭვითაა მიბმული. ეს ადამიანი ფსიქოთერაპევტი ალან შტრაუსია (სტივ კარელი), რომლის მთელი სამუშაო წარმოადგენს ფსიქიური დარღვევების მქონე ადამიანების მოსმენასა და რჩევების მიცემას. ამჯერად მისი პაციენტი სერიული მკვლელია, რომელსაც როგორც ირკვევა მოკვლის გადაულახავი სურვილი აწუხებს და თვლის რომ ფსიქოთერაპევტის დახმარება ჭირდება…
პირველ სეზონში 10 მოკლე ეპიზოდია, რომელიც ძირითადად ერთ ოთახში ხდება და დიალოგებზეა აწყობილი, რაც კარგი რეჟისურის და ძლიერი მსახიობების გარეშე წარმოუდგენლად რთული რამეა.
მინი სერიალის შემქმნელები ჯოზეფ ვაისბერგი და ჯოელ ფილდსია, რომლებიც მანამდე სერიალ ,,ამერიკელებზე” მუშაობდნენ ერთად, სადაც ამერიკაში მცხოვრები რუსი ჯაშუშების ისტორიებია აღწერილი
2013–2018