არაორდინალური, მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკური სერიალი საიდუმლო ორგანიზაციაზე, რომელიც დროში მოგზაურობის ტექნოლოგიებს ფლობს.
ერთხელაც ჯორჯი (პააპა ესედუ) იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ თვეების წინანდელი განვლილი დღის თავიდან გავლა უწევს. მას ჰგონია, რომ გაგიჟდა, ამას ისიც ემატება რომ ყველა წარმატება, რასაც ამ ხანში მიაღწია უბრალოდ გაიქვითა და თავიდან შესაქმნელია, იქნება ეს სამსახურში დაწინაურება თუ ქორწინება მისი ცხოვრების ადამიანთან. მის გარდა ამ ცვლილებას ვერავინ ამჩნევს, და შესაბამისად არავინ უჯერებს. ეს ყველაფერი გრძელდება მანამ, სანამ არჩის არ გაიცნობს, რომელიც მას საიდუმლო ორგანიზაციაში აწევრიანებს. ,,პროექტი ლაზარე” დროის შემოტრიალების ტექნოლოგიას ფლობს და იყენებს ამას, როცა სამყარო საფრთხეშია…
უაღრესად საინტერესო სერიალი BAFTA (British Academy of Film and Television Arts) – ას გამარჯვებულია ორ ნომინაციაში: საუკეთესო სატელევიზიო დრამა და საუკეთესო სცენარი (ჯო ბარტონი).