Uncut Gems-ის რეჟისორის, ბენი საფდის და ნეითან ფილდერის სერიალი, ემმა სთოუნთან ერთად – ჭკვიანური და ამავედროს, (სახალისოდ) მტანჯველი სანახაობაა.
ნეითან ფილდერი (ასევე სერიალის ერთ-ერთი შემქმნელი) ირგებს – აშერ სეიგერის როლს, რომელიც თავის მეუღლე – უიტნისთან ერთად (ემმა სთოუნის პერსონაჟი) ცდილობს გაუშვას რეალითი-შოუ წინასწარი სახელით – “ფლიპანთროპია”, რომელშიაც ესპანიოლას ქალაქის, კერძოდ კი ნიუ მექსიკოს შტატის ინდიფერენტული მობინადრეებისთვის “კარგ საქმეებს” სჩადიან. ფილდერის პერსონაჟი – აშერი, გარეგნულად უფრო ეგოისტი და ძუნწია, ხოლო სთოუნის გმირი – უიტნი, ამას მოხერხებულად მალავს ფართო ღიმილის მიღმა, რომელიც სიმორცხვისგან და “შეცდომის დაშვების” შიშისგან, “პარალიზებულია”. მათი ძალისხმევა კი რთულდება, როცა ამავე რეალითი შოუს, ექსცენტრიული ნაკლოვანების მქონე პროდიუსერი – დუგი (ბენი საფდი) ხედავს საკუთარი თავისთვის გამორჩენის მიღების შესაძლებლობას ცოლ-ქმრის ისტორიაში. სერიათა განვითარების პროცესში, წყვილი მალევე აღმოჩნდება ეთიკური და მორალურად ბუნდოვან ზონების იდუმალ ქსელში, რომლის პარალელურად – აშერი და უიტნი თავიანთი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობენ.
ისევე როგორც ძმები საფდის ფილმებში (Uncut Gems, Good Time), სადაც მაყურებელი მუდმივად დაძაბულია, ოღონდ თრილერის კონტექსტიდან გამომდინარე, “წყევლა” უფრო მარტივი დრამაა და დაძაბულობის მთავარი კერა არის ის, თუ რამდენად შორს შეტოპავს მოცემულ სცენაში ესა თუ ის პერსონაჟი, დასახული მიზნის შესასრულებლად. (ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს ასეთ სიტუაციაში.)
Showtime-ის 10 ერთ-საათიანი სერიალი ნათლად ასახავს ინტიმურ, “გონებრივ თამაშებს” საშინელ ადამიანებს შორის, რომლებიც უფრო ფართო სოციალური საკითხების ფონზე მიმდინარეობს, როგორებიცაა მაგალითად – გენტრიფიკაცია ან მკვიდრი მაცხოვრებლების უფლებები.
საერთო ჯამში ფილდერისა და საფდის სერიალი “წყევლა” ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციურია.
წყევლა (The Curse)
აშშ 2023
შემქნებლი: ბენი საფდი და ნეითან ფილდერი
10 სერია, სერიის ხანგრძლივობა 60 წთ