რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჯენტლმენები (The Gentlemen)

ბრიტანული არისტოკრატია, სასახლეები, მამულები და კრიმინალი – გაი რიჩის სერიალი, მისი 2019 წლის იმავე სახელწოდების ფილმის ადაპტაცია ახალი სიუჟეტით მსგავს სამყაროში.

სერიალის პირველი ეპიზოდი იწყება კადრით თურქეთში, გაეროს სამშვიდობო ძალების კაპიტანი ედი ჰოლსთედი (Theo James) თურქეთი-სირიას საზღვარს ამოწმებს, რა დროსაც, მოულოდნელად მამის ჯანმრთელობის მკვეთრი გაურესების მიზეზით სახლში იძახებენ. სახლში, ოჯახის მამულში დაბრუნებულს ხვდებიან დედა, ლედი საბრინა (Joely Richardson), მისი უმცროსი და ჩარლი (Jasmine Blackborow), ჯეოფი (Vinnie Jones) – მამულის მესაქონლე, რომელიც მოკვლის ნაცვლად დაჭრილ მელიებს იფარებს და მისი კოკაინის მყნოსავი უფროსი ძმა, ფრედი (Daniel Ings), რომელსაც როგორც უფროს ვაჟს ქონებისა და წოდების პირველი მემკვიდრედ განიხილავენ.

მომაკვდავი მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრების გასაკვირად, ადვოკატის მიერ ანდერძის წაკითხვიდან ირკვევა, რომ ფრედის ნაცვლად ედი ხდება წოდების მთავარი მემკვიდრე თავის 15000 ჰექტარი ფართობის მქონე მამულით. ფრედი, მუქ წითელ შარვალში გამოწყობილი, ამ ამბავს ადვილად არ ხვდება და ეწყება ფსიქიკური აშლილობა, რაც ქცევაშიც გამოიხატება და ამბობს, – „პირდაპირ სახეში მომტ**ეს!“. როგორც ირკვევა, მას ლივერპულში დაფუძნებული კრიმინალური ორგანიზაციის ვალი აქვს 8 მილიონი ფუნტი, რომელიც საშიში რელიგიური ტიპის “The Gospel”-ის და მისი ძმის მიერ იმართება.

პირდაპირ სახეში მომტ**ეს!

ფრედი

ედი ასევე აღმოაჩენს, რომ სამემკვიდრო მამულის მიწის ნაკვეთის ქვეშ ფუნქციონირებს კანაბისის უზარმაზარი ფერმა, რომელზეც უფლებამოსილება “ღია ციხეში” მჯდომ კრიმინალურ ბოსს ბობი გლასს (Ray Winstone) ეკუთვნის, რომელიც ციხეში ისე ზის, რომ შეუძლია მისი პირადი იაპონელი შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული ბარბიქიუზე შემწვარი სტეიკი მიირთვას. ამჟამად ბობის კანაბისის ბიზნეს იმპერიას მისი ქალიშვილი სუზი (Kaya Scodelario) მართავს. ვითარების კიდევ უფრო გასართულებლად, ედის ევლინება სტენლი ჯონსტონი (Giancarlo Esposito – რომელიც Breaking Bad ის მსგავსად აქაც მეტამფეტამინის ბიზნესშია), ‘ტ’ -თი, როგორც თვითონ ხაზს უსვამს მის გვარს. ამერიკელ მილიარდერს სამემკვიდრო მამულის შეძენის დაჟინებული სურვილი ამოძრავებს.

ამ 8 ნაწილიან სერიალში ყველაზე კარგად მუშაობს ის, რომ ერთი მხრივ ედი, (თეო როსის შესრულებით) და მეორე მხრივ სუზი (ქაია სქოდელარიოს შესრულებით) ამდენ სიგიჟეში უდიდესი კომპეტენტურობითა და სიმშვიდით ახერხებენ გადაჭრან ყველა პრობლემა თუ დაბრკოლება, რომელიც ერთი სერიიდან მომდევნოში უფრო რთულს წარმოშობს. ორივეს ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეული, თითოეულისთვის დამახასიათებელი პრობლემის აღმოფხვრის გზები და მეთოდები აქვს. ისინი ერთმანეთსაც საინტერესოდ მიიჩნევენ და მათი ურთიერთობის ქიმიაც იზრდება. შეიძლება სერიალის სამსახიობო დასი არ არის ისეთი ცნობილი, როგორიც ფილმის, მაგრამ მათი შესრულება ნამდვილად არანაკლებ შთამბეჭდავია. მეტიც, არის მომენტები სადაც უმჯობესია კიდეც პირველწყაროზე.

აბსურდული სცენები, უამრავი არასასიამოვნო და ექსცენტრიული პერსონაჟი, სისხლიანი ძალადობა, ენამოსწრებული და სასიამოვნოდ ხანგრძლივი დიალოგები თითქოსდა არასაინტერსო წვრილმანებზე, გადაღების დამახასიათებელი სტილი, რომელსაც ველით ბრიტანელი კრიმინალური შავი კომედიის ოსტატისგან, ყველა სერიას ნამდვილად ჩამთრევ სანახაობად აქცევს.

შემქმნელი: გაი რიჩი
აშშ, დიდი ბრიტანეთი 2024წ.

8 ეპიზოდი, ეპიზოდის ხანგრძლივობა 50წთ

80/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
კოსმონავტი (Spaceman)

კოსმონავტი (Spaceman)

| მოგზაურობა ვარსკვლავების მიღმა და საკუთარ თავში

შემდეგი
Bleachers – Tiny Moves

Bleachers – Tiny Moves

| Album: Bleachers

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share