სერიალი ექსტრემალურ პირობებში გადარჩენილ ქალთა საფეხბურთო გუნდზე.
სკოლის ქალთა საფეხბურთო გუნდი ავიაკატასტროფაში მოჰყვება და ონტარიოს ტყეში ჩავარდება. სანამ მათი ძებნა მიმდინარეობს, გადარჩენილები ცდილობენ თავი გაიტანონ ცივილიზაციისგან მოწყვეტილ სამყაროში. მყიფე არსებები ველურ პირობებში წელიწადნახევარი ცხოვრების შემდეგ სასტიკ და დაუნდობელ ველურებად იქცევიან.
არის ესეთი თქმულება გემის ვირთხებზე. მეზღვაურები მათ იჭერენ და ერთ კასრში ათავსებენ. ორ-სამ კვირაში კასრში მხოლოდ ერთდაერთი ინდივიდი რჩება, რომელსაც თავისუფლებაზე უშვებენ. ამის შემდეგ კიდე ორ კვირაში გემბანზე საერთოდ აღარ რჩება ვირთხა, რადგან გადარჩენილი კანიბალი-ვირთხა ყველა მის მოძმეს ანადგურებს. ეს თქმულება ამ საინტერესო და დაძაბული სერიალის წინათქმად სავსებით გამოდგება, რომლის პერსონაჟები წლების შემდეგაც არ წყვეტენ სასიკვდილო თამაშს, რომელშიც ბედისწერამ მათდა უნებურად ჩართო.