რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მკვლელის პარადოქსი (A Killer Paradox)

დექსტერი რომ სამხრეთ კორეელი სტუდენტი ყოფილიყო მეტი იღბლითა და დევიდ დიუნის (Unbreakable) სპეციალური უნარებით.

ლი თანი, რომელსაც ჩვე უშიკი (პარაზიტი, ოკჯა, ნადირობის დრო) განასახიერებს, უნივერსიტეტის ჩვეულებრივი სტუდენტია, რომელიც ღამის ცვლაში სურსათის მაღაზიაში მუშაობს, დროის უმეტეს ნაწილს Youtube-ის სამოგზაურო ვლოგების ყურებაში ატარებს და ოცნებობს კანადაში, Rocky Mountains-ის ნახვაზე. 

ერთ სამუშაო ღამეს მაღაზიაში ორი მომხმარებელი შედის. მათგან ერთ-ერთი, რომელიც მთვრალია და უხეშად იქცევა, უაზრო მოთხოვნებით მიმართავს ლი თანს, ამისგან საპირისპიროდ მისი კომპანიონი თავაზიანია და ამ უსიამოვნო სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. სახლში დაბრუნებისას სტუდენტი მომხმარებელს უგონოდ მთვრალს პოულობს უკანა ქუჩაზე და შემდეგ ქუჩაზე ხვდება მის ზრდილობიან მეგობარს, რომელიც თავიდან მშვიდად იღებს ლი თანის მხრიდან გამოხატული უგონო მეგობრის დახმარების სურვილს, თუმცა შემდგომ მოულოდნელად ღიზიანდება, აგრესიული ხდება და ურტყამს მას. ამის პარალელურად ვხედავთ ფლეშბექს წარსულიდან, როცა სკოლაში აბულინგებდნენ მას და ჩაგვესმის მისი ხმამაღალი ფიქრი:

“ცხოვრებაში არასდროს მქონია თავდასხმაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.”

ლი თანი მოულოდნელად ჩანთიდან მაღაზიიდან წამოღებულ ჩაქუჩს (კორეული კინოს საყვარელი მკვლელობის იარაღი) იღებს და პერსონაჟისთვის არადამახასიათებელ მკვლელობას ჩადის. 

Life is not an essay question, its multiple choice

Lee Tang

სახლში დაბრუნებულ ლი თანს დანაშაულის შეგრძნება აწუხებს და მეორე დღეს შეუპოვარ და ცნობისმოყვარე დეტექტივ ჯან ნანგამთან უწევს გამოკითხვაზე შეხვედრა, თუმცა იღბალი მის მხარესაა და ყველანაირ ეჭვს ირიდებს. მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ მისი მსხვერპლი სერიული მკვლელია, რომელიც პოლიციას თავს არიდებდა.

8 ეპიზოდიან “მკვლელის პარადოქსს”  ყველა ინგრედიენტი აქვს იმისთვის, რომ ჩამთრევი თრილერი იყოს – გაჯერებულია ზომიერი შავი იუმორით; წვრილმანი დეტალები, რასაც სერიალი გვთავაზობს მოგვიანებით დიდი ფაზლის ნაწილები ხდება. მოკლულთა რაოდენობის მატებასთან ერთად “მკვლელის პარადოქსი” ყველაზე ბნელ ადგილებს აღწევს. დროითი განზომილების, აწმყოსა და წარსულის ცვლილება ჭკვიანურად ერწყმის სიუჟეტს, რაც მაყურებელს მეტად დაძაბულს ხდის და ახლის გაგების სურვილს უჩენს.

სასტიკი, სისხლიანი მომენტები სერიალში ყველგან ძალიან რეალისტურადაა მიმოფანტული, თუმცა ის ნაწილები, სადაც სიუჟეტი სიურეალისტური და სიზმრისმაგვარია უფრო მეტად მძაფრ, ამაღელვებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. 

ნარატიულად, “მკვლელის პარადოქსი” ჟანრებს ერთმანეთს ენაცვლება, რაც ერთგვარი გამყოფია პირველ და ბოლო 4 ეპიზოდს შორის. ამ ცვლილებასთან ერთად, რომელიც მეტწილად მუშაობს, რაღაც ნაწილები, როცა სცენარი თითქოს მიმართულებას კარგავს და ფოკუსის რაიმეზე დაჭერა უჭირს, გაწელილი გვეჩვენება. ამის მიუხედავად, დასასრულში ყველა გაურკვევლობა იხსნება და თავსატეხი სიცარიელეს არ ტოვებს. მთლიანობაში, “მკვლელის პარადოქსი” საკმაოდ სასიამოვნო, ერთი ამოსუნთქვით სანახავი სერიალია. 

მკვლელის პარადოქსი (A Killer Paradox)
შემქნელი: სონ სეუნ-აე
სამხრეთ კორეა 2024 წ.

8 ეპიზოდი, ეპიზოდის ხანგრძლივობა 58 წთ

84/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Crawlers – Kills Me To Be Kind

Crawlers – Kills Me To Be Kind

| Album: Kills Me To Be Kind

შემდეგი
ანტივირუსული (Antiviral)

ანტივირუსული (Antiviral)

| დიდება, შიში და ფატალური ვირუსები: შემაშფოთებელი რეალობა ბრენდონ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share